...მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობს, სიმშვიდითა და სიწყნარით ტკბობს; და რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ყველა სიკეთეს აღემატება — ასეთი (ადამიანი) ღვთის უხვ წყალობას მიიღებს, როგორც თავისი მეუფის ქონების ერთგული მმართველი. „ნეტარ არს იგი მონაჲ, — ნათქვამია, — რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი" (), ანუ თანამონებს შორის ქონებას მანაწილებელი, კარებსა და საკეტებს უკან არ მიმმალველი, ჩრჩილებს საჭმელად არ მიმტოვებელი, არამედ ღარიბთა გაჭირვების შემამსუბუქებელი, უფლისგან ბოძებულს ისე განმკარგველი, როგორც კეთილი და ერთგული მოურავისთვის შეშვენის. ასეთი კეთილი განკარგვისთვის დიდ ჯილდოს მივიღებთ და აღთქმული სიკეთეების ღირსნი გავხდებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სახარებაჲ ლუკაჲსი 12:4
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...მენთ თუ არა ჩემს სიტყვებს, დანიშნული ჯილდო მე მაინც მომეცემა, რადგან მთელი ჩემი მოვალეობა შევასრულე, ვერცხლი გადავეცი, შეგონება მოვახდინე. მხოლოდ მეშინია და მაღელვებს, რომ სწორედ ამით არ გავხდე თქვენი უფრო დიდი დასჯის მიზეზი. „მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ... და არა განემზადოს, იტანჯოს იგი ფრიად" (). თქვენგან ვერავინ მოიშველიებს უკვე უმეცრებას, როცა ჩვენ ყოველდღიურად ასე შეგაგონებთ ერთსა და იმავეს და გიჩვენებთ ეშმაკის მახეებსა და სათნოების დიდ სიადვილეს, თუკი ოღონდ ფხიზლები ვიქნებით. ნუთუ არ იცით, რომ მათ, ვინც ასე უგულებელყოფს თავის ცხონებას და ხან აქ მოდის, ხან კი ეშმაკის მახეებშში ეხვევა, საღვთო წერილი ძაღლებს ადარებს? ადამიანი, ამბობს, რომელიც ცოდვისგან მოიქცევა და კვლავ მას უბრუნდება, მსგავსია ძაღლისა, რომელიც თავის ნარწყევზე მობრუნდება (). აი, ვის დაემსგავსნენ ისინი, ვინც იმ უკეთურ სანახაობაზე გაიქცა. ნუთუ არ გსმენიათ, რა თქვა ქრისტემ: **„და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა... და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო...
...წმიდისაჲთა შჯულად დადებულ არს, რაჲთა, რომელსა ჴელნი დაესხმოდინ ეპისკოპოსად, თავსა მისსა ზედა დადებულ იქმნეს წმიდაჲ სახარებაჲ მიმცემელად მისსა ენასა ცეცხლისასა. ენასა უკუე — ქადაგებისათჳს, ხოლო "ცეცხლისასა" ჴმისა მისთჳს საუფლოჲსა: "ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა, და რაჲ მნებავს, არამედ რაჲთა აწვე აღეგზნეს" ().
ესრეთ უკუე, თითოეულისა თავსა ზედა დაჯდომითა ცხად არს, ვითარმედ თავი პეტრესი საყდარი არს სულისა წმიდისაჲ, ეგრეთვე ანდრიაჲსი და ყოვლისა კაცად-კაცადისა მათგანისაჲ. და ესე ეყო მათ ჟამსა ერთსულობით ზოგად ლოცვასა შინა განკრძალვისასა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უკუეთუ არა ვეგნეთ ურთიერთას სიყუარულით და კრძალულებით ლოცვასა შინა, არა ღირს ვიქმნებით მოღებად მადლსა სულისასა.
და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა, არა ხოლო ათორმეტნი, არამედ ყოველნი ზოგად სახლსა მას შინა მყოფნი პირველითგან, რომელთა რიცხჳ იყო ას ოც; წინაჲსწარმეტყუელებისა ძისებრ, ვითარმედ "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" (). ხოლო არა, ვითარ-იგი ქრისტეს თანა-მკჳდრ იყო — არსებით და ბუნებით მარადის მოუკლებელი მისგან, ეგრეთვე მოციქულთა თანა ითქუმის არსებითი მკჳდრობაჲ, არამედ მდიდრად მოფენაჲ იგი მათ ზედა სულისაჲ და მიცემ...