მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:24

23. რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა.24. განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?25. ვინ-მე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
24. განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).:

...და კუალად იტყოდა უფალი, ვითარმედ: „იხილენით შროშანნი ველისანი, ვითარ შეჰმოსს მათ“; ; და მფრინველთათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ ზრდის მათ“. ; რამეთუ სადაცა-იგი სიტყჳთ ოდენ ქმნის სასწაული, მათისავე საქმისა მიერ დაუყვის პირი, ხოლო აქა ვინაჲთგან ცხედრისა აღებაჲ უბრძანა, გამოაჩინებდა შაბათისა დაჴსნასა და მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი. და ოდესცა შაბათისათჳს იყოს სიტყუაჲ, არცა ვითარცა კაცი ოდენ იტყჳს მას, არცა ვითარცა ღმერთი ოდენ, არამედ ოდესმე ესრეთ და ოდესმე ეგრეთ, რამეთუ ენება ამის ორისაჲვე სარწმუნო-ყოფაჲ, განგებულებისაცა მისისა სიმდაბლესა და ღმრთეებისა მისისა პატივსა. ამისთჳს აწ ვითარცა ღმერთი მიუგებს, რამეთუ უკუეთუმცა კაცობრივ ეტყოდა მარადის, ვეროდესმცა მიეღო ღმრთეებისა მისისა გულისხმის-ყოფაჲ. ამისთჳს მამასა შორის შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა მე ვიქმ, მამაჲცა ჩემი იქმს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰ...

სრულად ნახვა