მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:2

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

...ფს. ნუ ვანთებთ ჩვენში უფრო და უფრო დიდ შენაძენთა ვნებას და ამით მხოლოდ უფრო დიდსა და სასტიკ ცეცხლს, ჩაუქრობელ ცეცხლს, აუტანელ ალს ვუმზადოთ თავს. თუ ასეთ ტაცებასა და ანგარებაში დავრჩებით, მაშინ მოვისმენთ იმას, რაც იმ მდიდარს ეთქვა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?" (). და საერთოდ, საყვარელო, რატომ ცდილობ ასეთი და იმდენი სიკეთის დაგროვებას? ცოტა ხნის შემდეგ, აქედან წაყვანილი, აქ დატოვებ ყველაფერს, არა თუ რაიმე სარგებლის მიღებით, არამედ ცოდვების ტვირთით დამძიმებული, უკვე ამაო სინანულით. საუნჯე, რომელიც შენ ხარბად აგროვებდი, შესაძლოა შენს მტრებს ჩაუვარდეთ ხელში, ხოლო შენ თავად მათ გამო სასჯელსა და დასჯას დაექვემდებარები. რა უგუნურებეა — სხვებისთვის შრომა, ხოლო თავად საკუთარი შრომისთვის სატანჯველის მიღება!

2. ისაკისთვის მეუღლის ძიება (24:1–4)

მაგრამ თუ აქამდე ასეთ უზრუნველობაში ვიყავით, მაშინ ამიერიდან მაინც ვიზრუნოთ ჯეროვნად. ვეცადოთ არა მხოლოდ ქონების გადიდებას, არამედ სამართლიანობაზეც ვიფიქროთ. ჩვენი საქმეები აწმყო ცხოვრებით არ შემოიფარგლება და მუდამ ამ უცხო ქვეყანაში არ ვიქნებით; ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს სამშობლოში გადავსახლდებით. მაშ, ყველაფერი ისე ვქმნათ, რომ იქ ნაკლულობა არ განვიცადოთ...

სრულად ნახვა