მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:5

4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სტიქიონთა გარდაქმნა და რჯულის ნიჭი:

...ან. ხოლო თუ მათთვის გასაკეთებელი საქმეები ცხადი არ იყო, როგორ განიკითხავდნენ ისინი ამათ? ან კვლავ როგორ ამბობდა, რომ „სისხლი შურისგებულ იქნება აბელ მართლის სისხლიდან ზაქარიას სისხლამდე“ (; )7? ან კიდევ როგორ თქვა: „უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ“ ()? რადგან სიტყვით „უმოლხინეს“ () სრულ გათავისუფლებას კი არ აღნიშნავს, არამედ უფრო მსუბუქ სასჯელს. ეს ცხადყოფს, რომ ისინი პასუხს აგებენ იმაზე, რაშიც შესცოდეს. ხოლო თუ ისინი, ვინც ასე მძიმედ დაისაჯნენ, კვლავაც აგებენ პასუხს, სხვათაგან ვინ გაექცევა?

3. ბუნებითი რჯული და ზენა იერუსალიმი

ვხედავთ მათაც, ვინც წარღვნის დროს სასჯელი მოიხადა, და სხვა მრავალსაც, თვით კაენსაც....

სრულად ნახვა