მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:28

27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.29. და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...დ? რამეთუ აჰა ესერა გზაჲ ვრცელი გჳჩუენა მიწევნად ნეტარებასა მას, არა ხოლო თუ დედათა, არამედ მამათაცა და ყრმათა და ყოველსავე ჰასაკსა, რამეთუ თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. და კუალად თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ“.

აწ უკუე, ძმანო, ესე შევიკრძალოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა ნებასა ღმრთისასა ვიქმოდით და სიტყუანი მისნი დავიმარხნეთ და მივიწინეთ თჳსებასა მას ქრისტესსა. ხოლო უკუეთუ ესე არა გუაქუნდეს, არამედ უდებებით ვცხონდებოდით, ნუცა შვილთა სიწმიდესა ზედა ვიქადით, უკუეთუ ჩუენცა არა ზიარ მათისა სათნოებისა ვიყვნეთ, ნუცა მშობელთა ქველისსაქმესა და ღმრთისმსახურებასა მივენდვებით, უკუეთუ ჩუენცა არა მობა-ძავ მათდა ვიყვნეთ, რამეთუ არას გუერგოს ჩუენ, ვითარცა ესერა უფალი გულისჴმა-გჳყოფს. და კუალად ნათლისმცემელი ეტყოდა ჰურიათა: „ნა-შობნო იქედნეთანო, ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არარას ერგოს ნათესაობაჲ აბრაჰამისი, უკუეთუ არა სათნოებითა თჳს ეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთ...

სრულად ნახვა