...ებელ, არამედ მის სულიერისა. ხოლო რომელნი განსუენებისა და უქმობისა მოყუარე არიან, ამას სიტყუასა შემოიღებენ მიზეზად. და კეთილ არს მათა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ სიტყუასა მასცა მოიღებენ, რომელი თქუა უფალმან, ვითარმედ: „მართა, ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავალთა მათ საქმეთა შინა, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“, და კუალად, რომელ იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა“. ხოლო კეთილ არს, რაჲთა ამის ყოვლისათჳს ვთქუა, რაჲთა იგინიცა დასცხრენ, რომელნი ამას იტყჳან, და არა შფოთი შემოვიღოთ შორის საღმრთოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მის...
სახარებაჲ ლუკაჲსი 10:41
40. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე.41. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ.42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10