...(შდრ. იოან. 11,20) რაჲთამცა თჳსაგან უთხრა საქმჱ იგი, და იხილე, თუ რასა იტყჳს. ვინაჲთგან უკუე მოიყვანა იგი უფალმან კეთილსა სასოებასა, ამისთჳს წარვიდა და მოუწოდა მარიამსცა. (შდრ. იოან. 11, 28) ესე არს მარიამ, რომლისათჳსცა თქუა, ვითარმედ: „მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“. ხოლო იგი დაღაცათუ უმჴურვალჱს იყო, არამედ არა ეცნა, და ამისთჳს მართა პირველ მივიდა; რამე-თუ არა თუ მარიამს ეცნა და არა მივიდა, არამედ არა ეცნა, ხოლო მართა მივიდა, და მი-რაჲ-ვიდა, ჰრქუა უფალსა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (11,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავთა სიბრძნესა მას დედასათა? დაღაცათუ ჯერეთ ვერ აქუნდა სრული იგი გულისხმის-ყოფაჲ, გარნა სრულიად სიბრძნე ფრიადი აჩუენეს, რამეთუ იხილეს რაჲ ქრისტე, არა გლოვად აღიძრნეს, არცა გოდებად, ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ, რაჟამს ვიხილოთ ვინმე მეცნიერთაგანი მოსრული გლოვასა მას ჩუენსა ზედა, არამედ მათ იხილეს რაჲ, მეყსეულად მოძღუარი ადიდეს და ჰრწმენა მათ ქრისტე, არამედ არა ვითარცა ჯერ-იყო, რამეთუ არა იცნობდეს, თუ ღმერთი იყო, ანუ თჳსითა ჴელმწიფებითა და ძალითა იქმოდა ყოველსავე. ხოლო უფალმან მაშინ ესე ორივე ასწავა მათ, რამეთუ არღა იცოდეს, თუ ღმერთი...