მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:79

78. მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით79. გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა.80. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
79. გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).:

...ისაჲ, რაჲთა კაცნი შვილ ღმრთისა ყვნეს. რამეთუ მაღალი რაჟამს მდაბალსა თანა მივიდეს, მას არაჲ ევნების დიდებისა თჳსისაგან, ხოლო მდაბალსა მას აღამაღლებს თავისა თჳსისა თანა, ვითარცა უფალმანცა ქმნა, რამეთუ თჳსი ბუნებაჲ არა თუ დაამცირა გარდამოსლვითა მით, ხოლო ჩუენ, „ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი“, ; ; (106,10,14) აღგუამაღლნა და მიგჳყვანნა დიდებასა მას მიუწდომელსა. რამეთუ მეფჱცა უკუეთუ გლახაკსა ვისმე სიტკბოებით ეტყოდის, თავსა თჳსსა არას ავნებს, ხოლო მას პატიოსანჰყოფს. და უკუეთუ უნდოსა ამას შინა ბუნებასა კაცთასა დიდებულსა გლახაკსა თანა ყოფისაგან არაჲ ევნების, უხრწნელსა მას და შეუხებელსა ბუნებასა რაჲმცა ევნო, რომლისა პატივი არა მოპოვნებული არს, ვითარიგი კაცისაჲ, არცა მომავალი და კუალად წარმავალი, არამედ ყოველივე მისი შეურყეველ არს და მტკიცე უკუნისამდე. და ამისთჳს რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ნუ შეშფოთნები. არა თუ არსებაჲ ბუნებისა მისისაჲ ჴორციელად შეცვალა, რამეთუ ამისი მოგონებაჲცა საშინელ არს, არამედ მისი ბუნებაჲ, ვითარ იყო, ჰგიეს, და ხატი მონისაჲცა შეიმოსა. ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი,...

სრულად ნახვა