მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:76

75. მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.76. და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,77. მიცემად მეცნიერებაჲ ცხოვრებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებითა ცოდვათა მათთაჲთა,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
76. და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (4,17).:

...ი საქმეთა მისთაჲ? რაჲთა მისიცა დიდებაჲ უმეტესად ბრწყინვიდეს და საცნაურ იქმნას, ვითარმედ მისთჳს ქადაგებდეს სხუანიცა წინაწარმეტყუელნი, და ვითარმედ იგი არს უფალი ყოველთაჲ; ვითარცა ეტყოდა ზაქარია იოვანეს: „და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მის-თა“, და რაჲთა არცა ერთი რაჲ მიზეზი აქუნდეს ურცხჳნოთა მათ და მედგართა ჰურიათა, ვითარცა უფალმან ბრძანა, ვითარმედ: „მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“.

და კუალად შუენიერცა იყო და ჯეროვან სხჳსა მიერ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისთჳს, და უფროჲსად ესევითარისა საკჳრველისა კაცისაგან, რამეთუ უკუეთუ ესოდენთა და ესევითართა წამებათა ზედა ეტყოდესვე ურჩულონი იგი, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“, უკუეთუმცა ყოვლადვე არარაჲ ეთქუა იოვანეს, არამედ თავადსამცა ეწყო პირველითგანვე თავისა თჳსისათჳს ქადაგებად, რავდენ უმეტესიმცა და უძჳ...

სრულად ნახვა