...ი, რომელნი შეუდგეს კუალსა მათსა; და ანპარტავანნი დაეცნეს: იხილენ მღდელთმოძ-ღუარნი იგი ჰურიათანი და სხუანი მსგავსნი მათნი. ამას გამოაჩინებს წმიდაჲ ღმრთისმშობელიცა გალობასა მას შინა თჳსსა და იტყჳს: „გარდამოს-თხინა ძლიერნი საყდართაგან, აღამაღლნა მდაბალნი; მშიერნი აღავსნა კე-თილითა და მდიდარნი განაბნინა ცუდნი“. ეგრეთვე გულარძნილიცა იქმნა მართლად, და ფიცხელი - გზად წრფელად. ესე იგი არს, ვითარმედ სიბნელე იგი და სიფიცხე ძუელისა მის შჯულისაჲ სიადვილედ და სიწრფოებად სარწმუნოებისა შეიცვალოს, რამეთუ არღარა იყოს ჭირი იგი და შრომაჲ, არამედ მადლი და შენდობაჲ ცოდვათაჲ, რომლისა მიერ ადვილ იყოს და წრფელ და უცთომელ გზაჲ იგი ცხორებისაჲ.
ხოლო რაჟამს ესე ყოველი მოასწავა წინაწარმეტყუელმან, მერმე მიზეზიცა გუაუწყა ამის ესევითარისაჲ: „იხილოსო ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“. არა თუ ჰურიათა ოდენ და მწირთა, არამედ ყოველმან ქუეყანამან და ზღუამან და ყოველმან ბუნებამან კაცთამან იხილოს მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, რომელი მოვიდა ჴსნად ჩუენდა ტყუეობისაგან და მონებისა მის ეშმაკისა. ესრეთ იქმნა ფიცხელი იგი გზად წრფელად, ხოლო გულარძნილიცა იქმნის მართალ. რაჲ იყო გულარძნილი იგი? ცხორებაჲ კაცთაჲ, სავსე მრავლითა ბორ...