მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:5

4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.6. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).:

...განაწესებს მღდელთმოძღუარსა, ვითარცა მოსე იტყჳს, და რაჟამს იგი აღესრულის, სხუაჲ დაადგინიან; ხოლო აწ მრავალნი იყვნეს, რამეთუ დაეჴსნა ადრევე წესი იგი შჯულისაჲ ჰურიათა, და წელიწდეულნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, ვითარცა მოასწავებს ლუკა მახარებელი. ზაქარიაჲსთჳს იტყოდა და თქუა: „შემდგომად დღითი-დღე მსახურებისა მის აბიაჲსა“. აწ უკუე მათ წელიწდეულთა მღდელთმოძღუართა იტყჳს მათე, ვითარმედ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი ეზოსა მას კაიაფაჲსა“, რამეთუ „იგი იყო მღდელთმთავარი მის წელიწდისაჲ“, ვითარცა იოვანე მახარებელი იტყჳს და დაამტკიცებს სიტყუასა ამას, ვითარმედ წელიწდეულად მოეგო მღდელთმოძღურებაჲ გარეგან წესისა მის მოსესა.

„და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან და მოკლან“, არამედ ეშინოდა ერისა მისგან. ამისთჳს იტყოდეს, რაჲთა დღესასწაული იგი გარდაჴდეს. რამეთუ არა უნდა ეშმაკსა ვნებისა მის დღეთა პასექისათა ყოფად, რაჲთა არა ცხად იქმნას, რამეთუ ისწრაფდა დაფარულად და უცნაურად ყოფად. „და იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შორის“. არა ეშინოდა ღმრთისაგან, არცა ძრწოდეს მცნებათაგან მისთა, არამედ მარადის კაცობრივსა ზრახვიდეს და კაცთასა ზრუნვიდეს, გარნა ეგრეთვე გულისწყრომისაგან და შურისა ბორგდეს. ამი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...ი, რომელნი შეუდგეს კუალსა მათსა; და ანპარტავანნი დაეცნეს: იხილენ მღდელთმოძ-ღუარნი იგი ჰურიათანი და სხუანი მსგავსნი მათნი. ამას გამოაჩინებს წმიდაჲ ღმრთისმშობელიცა გალობასა მას შინა თჳსსა და იტყჳს: „გარდამოს-თხინა ძლიერნი საყდართაგან, აღამაღლნა მდაბალნი; მშიერნი აღავსნა კე-თილითა და მდიდარნი განაბნინა ცუდნი“. ეგრეთვე გულარძნილიცა იქმნა მართლად, და ფიცხელი - გზად წრფელად. ესე იგი არს, ვითარმედ სიბნელე იგი და სიფიცხე ძუელისა მის შჯულისაჲ სიადვილედ და სიწრფოებად სარწმუნოებისა შეიცვალოს, რამეთუ არღარა იყოს ჭირი იგი და შრომაჲ, არამედ მადლი და შენდობაჲ ცოდვათაჲ, რომლისა მიერ ადვილ იყოს და წრფელ და უცთომელ გზაჲ იგი ცხორებისაჲ.

ხოლო რაჟამს ესე ყოველი მოასწავა წინაწარმეტყუელმან, მერმე მიზეზიცა გუაუწყა ამის ესევითარისაჲ: „იხილოსო ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“. არა თუ ჰურიათა ოდენ და მწირთა, არამედ ყოველმან ქუეყანამან და ზღუამან და ყოველმან ბუნებამან კაცთამან იხილოს მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, რომელი მოვიდა ჴსნად ჩუენდა ტყუეობისაგან და მონებისა მის ეშმაკისა. ესრეთ იქმნა ფიცხელი იგი გზად წრფელად, ხოლო გულარძნილიცა იქმნის მართალ. რაჲ იყო გულარძნილი იგი? ცხორებაჲ კაცთაჲ, სავსე მრავლითა ბორ...

სრულად ნახვა