...ყჳან, და კუალად რავდენიმე თითოეულმან ხოლო აღწერა, რაჲთა არცა ვინ მათგანი ნამეტნავად ჩნდეს და ცუდად დამაშურალ, და კუალად ჭეშმარიტებისა წამებაჲ დიდი ჩნდეს ურთიერთას წამებითა.
ამისთჳს ლუკა დაწყებასა სახარებისა თჳსისასა მიზეზსაცა იტყჳს, რომლისათჳს იწყო აღწერად, „რაჲთა სცნა, რომელთათჳს ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“, ესე იგი არს, რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუანი უცთომელნი ისწავენ და გაქუნდესო აღწერილი ესე მოსაჴსენებელად კრძალულებისა მის სიტყუათა ქადაგებისათა.
ხოლო იოვანე არარას იტყჳს მიზეზსა დაწყებისა თჳსისასა, გარნა ჩუენ გჳსწავიეს მამათაგან, ვითარმედ არცა მან უმიზეზოდ იწყო აღწერად. და ესე იყო მიზეზი მის მიერ აღწერილისა მის სახარებისა: ვინაჲთგან სამთა მათ მახარებელთა მოსწრაფებაჲ დადვეს ქრისტეს განკაცებისათჳს თქუმად და ქუეყანასა ზედა ქცევისა მისისა საქმენი აღწერნეს, რაოდენ ეძლო, და ღმრთეებისათჳს არარაჲ დიდად თქუეს, უბრძანა ქრისტემან მოწაფესა მას საყუარელსა ღმრთისმეტყუელებისა აღწერად, და ამის მიზეზისათჳს ყო დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ, და ესე საცნაურ არს მისისა მის სახარებისაგან, რამეთუ არა განკაცებისაგან იწყო სიტყუად, ვითარცა სხუათა მათ, არამედ ღმრთისმეტყუელებისაგან, რომლისათჳსცა აღწერა ყოველივე. რამეთუ არა დაწყებასა ოდენ, არამედ ყოველსავე სახარე...