...ლს, ყველაფერი შემიძლია, რაც მოვისურვო, და მოკვდინებული საშო შემიძლია გავაცოცხლო და შობისთვის უნარიანი გავხადო? ნუთუ, ამბობს, არის რაიმე შეუძლებელი ღმრთისთვის? ნუთუ არა მე ვქმნი და გარდავქმნი ყველაფერს? ნუთუ არა მე მაქვს სიცოცხლისა და სიკვდილის ხელმწიფება? „რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ" ()? ნუთუ ეს ადრე არ აღმითქვამსამს, და ნუთუ ჩემი სიტყვა შეიძლება არ აღსრულდეს? ისმინე: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას, და ესვას სარრას ძე". როცა, ამბობს, ამავე დროს დავბრუნდები, მაშინ სარა საქმით შეიცნობს, რომ არც სიბერე, არც მისი უნაყოფობა არ იქნება დაბრკოლება ძის შობისთვის; არამედ ჩემი სიტყვა შეუცვლელი და მოქმედი იქნება; ძის შობა მისი სიტყვის ძალას აჩვენებს. სარა, როცა მოისმინა, რომ მისი ზრახვები არ დაფარულა მოსულისგან, „უარ-ყო მეტყუელმან: არა განვიცინენ" (). შიშმა აუშალა გონება. წერილი ყველაფერს მის უძლურებას მიაწერს და ამბობს: „რამეთუ შეეშინა" (იქვე). მაგრამ მამამთავარი ეუბნება: „არა, არამედ განიცინენ" (იქვე). თუმცა, ამბობს, შენ გონებაში მოიფიქრე ეს და ფარულად გაიცინე, ნუ იფიქრებ, რომ მოსულის ყოვლისშემძლეობისგან შეგიძლია დამალვა; ნუ უარყოფ მომხდარს და ცოდვას...
სახარებაჲ ლუკაჲსი 1:37
36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1