...უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.
და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“. ნათელს-იღებდა რაჲ, იხილვა სახითა ტრედისაჲთა წამებად ღმრთეებისა მისისა და ჩუენებად ყოველთა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს ჴმაჲ ისმის მამისაჲ მეტყუელი ძედ საყუარელად. ეგრეთვე, აღვიდოდა რაჲ უდაბნოდ, აღიყვანა, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ, ვითარმედ: „მაშინ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“. კუალად, აღასრულებდა რაჲ ნიშებსა და სასწაულებსა, მის თანა იქცეოდა, რაჲთა ყოვლითურთ გულისჴმა-ვყოთ განუშორებელობაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.
ხოლო რაჲსათჳს აღვიდა უდაბნოდ გამოცდად ეშმაკისაგანო? რამეთუ თავს-იდვა, ვითარცა ვთქუ, ესეცა ჩუენთჳს და სწავლად ჩუენდა: აღსლვაჲ უდაბნოდ და ბრძოლად ეშმაკისა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენცა, რაჟამს შემდგომად ნათლის-ღებისა შეგუემთხჳნენ უმეტესნი განსაცდელნი ბრძოლათანი, არა შევშფოთნეთ, ვითარცა მოულოდებელიმცა რაჲმე მოწევნულ იყო ჩუენ ზედა, არამედ ახოვნად ყოველივე მოვითმინოთ და უწყოდით, ვითარმედ წესისაებრ თჳსის...