მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:34

33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა“ (1,20).:

...ითარი უსმენელი სიტყუაჲ? რამეთუ უკუეთუ მას, რაჟამს ახარა ანგელოზმან, უცხოდ აღუჩნდა ხარებაჲ იგი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა და განიზრახვიდა: ვი-თარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ და კუალად ჰრქუა მას: „ვითარ-მე იყოს ესე, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი?“ უკუეთუ იგი ანგელოზისა სიტყუასა ზედა შეორგულდა, მისიმცა სიტყუაჲ იოსებ ვითარ შეიწყნარა? ამისთჳს ყოვლითავე სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკულმან მან ქალწულმან არარაჲ მიუთხრა იოსებს, ხოლო ანგელოზი ჟამსა ჯეროანსა ეჩუენა და გულსავსე-ყო. ეჩუენა ქალწულსა და ახარა პირველ მუცლად-ღებისა, რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა არა თჳნიერ ხარებისა და მოკითხვისა მუცლადიღოს ქალწულმან, რაჲთა არა უმეტესად შეშფოთნეს. რამეთუ არა ჯერიყო ყოვლადვე მწუხარებისა და შფოთისა შესლვად სულსა მას, რომლისა საშოსა შევიდა მეუფე ყოველთაჲ, რომელი-იგი შუამდგომელ და მსახურ იქმნა ესევითარისა მის საიდუმლოჲსაჲ; ხოლო იოსებს შემდგომად მუცლად-ღებისა აუწყა საიდუმლოჲ იგი, თითოეული თჳსსა ჟამსა, რომელ-ესე უგუნურთა ვიეთმე ვერ გულისჴმა-ყვეს, არამედ წინააღმდგომ ურთიერ-თას თქუეს სიტყუაჲ მათესი და ლუკაჲსი, რომელ-იგი იტყჳს, ვითარმედ ქალწულსა ახარა ანგელოზმან; ხოლო ესე იოსებისა გუაუწყებს ჩუენებ...

სრულად ნახვა