მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:3

2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე,4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ელისაბედი — ქალწულის რწმენის განმამტკიცებელი:

...ისკენ უნაყოფო დედაკაცი. ვინაიდან პირველი დამტკიცება ქალწულის გაგებას აღემატებოდა, მოისმინე, როგორ დაჰყავს ანგელოზი სიტყვას უფრო მარტივ საგნებამდე და ხელშესახები მაგალითებით მიუძღვის მას. „და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ" (). ეჭვგარეშეა, რომ ქალწულის დასარწმუნებლად მიუთითა უნაყოფო დედაკაცზეც. თორემ რისთვის მოიტანა მისი ნათესავის შობის მაგალითი და რისთვის დაამატა: „რომელსა-იგი ერქუა ბერწ"? ამ ყოველივეთი მას ხარების რწმენისკენ მიუძღვის; ამისთვის ახსენა ელისაბედის ასაკიც და ბუნების უძლურებაც; ამისთვის აღნიშნა ჩასახვის დროც. ანგელოზმა ქალწულს არა თავიდანვე, ჩასახვისთანავე, ახარა, არამედ ექვსი თვის შემდეგ, რათა ორსულობის თვალნათელი მტკიცებულებანი ნათლად ადასტურებდნენ ჩასახვის სინამდვილეს. და შენიშნე გაბრიელის სიბრძნე: არც სარა ახსენა, არც რებეკა, არც რაქელი. რატომ? ისინი ხომ ასევე უნაყოფონი და მოხუცებულნი იყვნენ და მათზედაც დიდი სასწაული აღსრულდა? მაგრამ ისინი ძველ ისტორიას ეკუთვნიან, ამიტომ ანგელოზი უახლეს მოვლენაზე მიუთითებს, რათა მისი აზრები რწმენაში განამტკიცოს.

4. ისაკის ოცწლიანი ლოცვა და მისი ნაყოფი (25:21-26)

მაგრამ დავუბრუნდეთ ადრე დაწ...

სრულად ნახვა
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...ლს, ყველაფერი შემიძლია, რაც მოვისურვო, და მოკვდინებული საშო შემიძლია გავაცოცხლო და შობისთვის უნარიანი გავხადო? ნუთუ, ამბობს, არის რაიმე შეუძლებელი ღმრთისთვის? ნუთუ არა მე ვქმნი და გარდავქმნი ყველაფერს? ნუთუ არა მე მაქვს სიცოცხლისა და სიკვდილის ხელმწიფება? „რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ" ()? ნუთუ ეს ადრე არ აღმითქვამსამს, და ნუთუ ჩემი სიტყვა შეიძლება არ აღსრულდეს? ისმინე: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას, და ესვას სარრას ძე". როცა, ამბობს, ამავე დროს დავბრუნდები, მაშინ სარა საქმით შეიცნობს, რომ არც სიბერე, არც მისი უნაყოფობა არ იქნება დაბრკოლება ძის შობისთვის; არამედ ჩემი სიტყვა შეუცვლელი და მოქმედი იქნება; ძის შობა მისი სიტყვის ძალას აჩვენებს. სარა, როცა მოისმინა, რომ მისი ზრახვები არ დაფარულა მოსულისგან, „უარ-ყო მეტყუელმან: არა განვიცინენ" (). შიშმა აუშალა გონება. წერილი ყველაფერს მის უძლურებას მიაწერს და ამბობს: „რამეთუ შეეშინა" (იქვე). მაგრამ მამამთავარი ეუბნება: „არა, არამედ განიცინენ" (იქვე). თუმცა, ამბობს, შენ გონებაში მოიფიქრე ეს და ფარულად გაიცინე, ნუ იფიქრებ, რომ მოსულის ყოვლისშემძლეობისგან შეგიძლია დამალვა; ნუ უარყოფ მომხდარს და ცოდვას...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ, ვითარცა ტრედი, გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა. მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე წყლითა ნათლის-ცემად, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“ (1,32-34).:

...იდითა. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“ (1,32-34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზედაჲსზედა იტყჳს ამას სიტყუასა, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი“. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ამას? გარნა ამისთჳს, რამე-თუ ნათესავი იყო მისი ჴორციელად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „აჰა ესერა ელისაბედცა, ნათესავი შენი, მიდგომილ არს ძესა“. და რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ნათესაობისა მისისათჳს ადიდებს მას, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა ვიცოდე იგი“. რამეთუ იყოცა მარადის უდაბნო-თა შინა და გარეგან მამულისა სახლისა მისისა, და ესრეთ აღესრულებოდა სიტყუაჲ მისი.

არამედ უკუეთუ პირველ სულისა წმიდისა გარდამოსლვისა არა იცოდა იგი, ვითარ პირველ ნათლის-ღებისა აყენებდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: „მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ“?2 რამეთუ ესე სახე არს ფრიადისა მეცნიერებისაჲ. გარნა პირველ მრავლისა ჟამისა არა იცოდა იგი, არამედ მას ჟამსა გამოუცხადა მას ღმერთმან, რაჟამს მოავლინა ნათლის-ცემად იორდანესა. ხოლო პირველ მისა არა იცოდა იგი, რამე-თუ საკჳრველებანი იგი, რომელნი სიჩჩოსა ქრისტესა ექმნნეს, ვითარიგი მოგუთათჳს და სხუაჲ ესევითარი, პირველ მრავლისა ჟამისა ყოფილ იყო, რაჟამს იოვანეცა ჩჩჳლ იყო, და ვიდრე ჟამადმდე ნათლის-ღებისა ფრიადი ჟამი გარდასრულ იყო. თუ არა, უკუეთუმცა იცოდა იგი, არამცა ეთქუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).:

...უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.

და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“. ნათელს-იღებდა რაჲ, იხილვა სახითა ტრედისაჲთა წამებად ღმრთეებისა მისისა და ჩუენებად ყოველთა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს ჴმაჲ ისმის მამისაჲ მეტყუელი ძედ საყუარელად. ეგრეთვე, აღვიდოდა რაჲ უდაბნოდ, აღიყვანა, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ, ვითარმედ: „მაშინ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“. კუალად, აღასრულებდა რაჲ ნიშებსა და სასწაულებსა, მის თანა იქცეოდა, რაჲთა ყოვლითურთ გულისჴმა-ვყოთ განუშორებელობაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.

ხოლო რაჲსათჳს აღვიდა უდაბნოდ გამოცდად ეშმაკისაგანო? რამეთუ თავს-იდვა, ვითარცა ვთქუ, ესეცა ჩუენთჳს და სწავლად ჩუენდა: აღსლვაჲ უდაბნოდ და ბრძოლად ეშმაკისა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენცა, რაჟამს შემდგომად ნათლის-ღებისა შეგუემთხჳნენ უმეტესნი განსაცდელნი ბრძოლათანი, არა შევშფოთნეთ, ვითარცა მოულოდებელიმცა რაჲმე მოწევნულ იყო ჩუენ ზედა, არამედ ახოვნად ყოველივე მოვითმინოთ და უწყოდით, ვითარმედ წესისაებრ თჳსის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა“ (1,20).:

...ითარი უსმენელი სიტყუაჲ? რამეთუ უკუეთუ მას, რაჟამს ახარა ანგელოზმან, უცხოდ აღუჩნდა ხარებაჲ იგი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა და განიზრახვიდა: ვი-თარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ და კუალად ჰრქუა მას: „ვითარ-მე იყოს ესე, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი?“ უკუეთუ იგი ანგელოზისა სიტყუასა ზედა შეორგულდა, მისიმცა სიტყუაჲ იოსებ ვითარ შეიწყნარა? ამისთჳს ყოვლითავე სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკულმან მან ქალწულმან არარაჲ მიუთხრა იოსებს, ხოლო ანგელოზი ჟამსა ჯეროანსა ეჩუენა და გულსავსე-ყო. ეჩუენა ქალწულსა და ახარა პირველ მუცლად-ღებისა, რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა არა თჳნიერ ხარებისა და მოკითხვისა მუცლადიღოს ქალწულმან, რაჲთა არა უმეტესად შეშფოთნეს. რამეთუ არა ჯერიყო ყოვლადვე მწუხარებისა და შფოთისა შესლვად სულსა მას, რომლისა საშოსა შევიდა მეუფე ყოველთაჲ, რომელი-იგი შუამდგომელ და მსახურ იქმნა ესევითარისა მის საიდუმლოჲსაჲ; ხოლო იოსებს შემდგომად მუცლად-ღებისა აუწყა საიდუმლოჲ იგი, თითოეული თჳსსა ჟამსა, რომელ-ესე უგუნურთა ვიეთმე ვერ გულისჴმა-ყვეს, არამედ წინააღმდგომ ურთიერ-თას თქუეს სიტყუაჲ მათესი და ლუკაჲსი, რომელ-იგი იტყჳს, ვითარმედ ქალწულსა ახარა ანგელოზმან; ხოლო ესე იოსებისა გუაუწყებს ჩუენებ...

სრულად ნახვა