მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:29

28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა“ (1,20).:

...რველისა. რამეთუ უკუეთუ ანგელოზმან ვერ აუწყა, რაჲთა არა ურწმუნო იქმნას, ქალწულმანმცა ვითარ მოიგონა დარწმუნებად ესევითარი უსმენელი სიტყუაჲ? რამეთუ უკუეთუ მას, რაჟამს ახარა ანგელოზმან, უცხოდ აღუჩნდა ხარებაჲ იგი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა და განიზრახვიდა: ვი-თარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ და კუალად ჰრქუა მას: „ვითარ-მე იყოს ესე, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი?“ უკუეთუ იგი ანგელოზისა სიტყუასა ზედა შეორგულდა, მისიმცა სიტყუაჲ იოსებ ვითარ შეიწყნარა? ამისთჳს ყოვლითავე სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკულმან მან ქალწულმან არარაჲ მიუთხრა იოსებს, ხოლო ანგელოზი ჟამსა ჯეროანსა ეჩუენა და გულსავსე-ყო. ეჩუენა ქალწულსა და ახარა პირველ მუცლად-ღებისა, რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა არა თჳნიერ ხარებისა და მოკითხვისა მუცლადიღოს ქალწულმან, რაჲთა არა უმეტესად შეშფოთნეს. რამეთუ არა ჯერიყო ყოვლადვე მწუხარებისა და შფოთისა შესლვად სულსა მას, რომლისა საშოსა შევიდა მეუფე ყოველთაჲ, რომელი-იგი შუამდგომელ და მსახურ იქმნა ესევითარისა მის საიდუმლოჲსაჲ; ხოლო იოსებს შემდგომად მუცლად-ღებისა აუწყა საიდუმლოჲ იგი, თითოეული თჳსსა ჟამსა, რომელ-ესე უგუნურთა ვიეთმე ვერ გულისჴმა-ყვეს, არამედ წინააღმდგომ ურთიერ-თას თქუეს...

სრულად ნახვა