...ებული იგი ანგელოზი, მჯდომარე ლოდსა ზედა.
ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ სხუაჲ იგი მარიამ წმიდაჲ ღმრთისმშობელი იყო, რომელი-იგი არა განეშორა ჯუარსა, არამედ მუნ დგა, ვითარცა იოვა ნე იტყჳს, და მან მიიღო პირველად ხარებაჲ აღდგომისაჲ. რამეთუ ჯერცა ესრეთ იყო, რამეთუ მასვე ასმიოდა პირველ: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა“, და აწ ანგელოზისაგან ეხარა აღდგომაჲ უფლისაჲ, და მერმე უფალი იხილა და ესმა მისგან: „გიხაროდენ!“ ღირსად და სამართლად იქმნა ესე საქმე.
ხოლო მარიამ მაგდანელი, მივიდოდა რაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა თანა, განკჳრვებულ იყო კაცობრივითა გულისსიტყჳთა, და ვითარცა პეტრე, გამოიყვანა რაჲ ანგელოზმან საპყრობილით და წარვლეს ბჭე ქალაქისაჲ, მუნამდე ვერ იცოდა, თუ ჭეშმარიტ არს ხილვაჲ იგი, ეგრეთვე მაგდანელი ჰგონებდა, თუ ნუუკუე ჩუენებაჲ იყო საქმე იგი, შეორგულდა და კუალად მიიქცა საფლავად „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ამას მოსლვასა იტყჳს იოვანე.
რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმან თომას თქუმად ურწმუნო ებით, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“,...