მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 1:26

25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 1
26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ომისაგან დავითისა იყო ქალწული იგი, ისმინონ ბრძანებაჲ ღმრთისაჲ გაბრიელის მიმართ მთავარანგელოზისა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: „და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოვილისა ქმარსა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისი“. სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი“, ქალწულისათჳს თქუმულ არს და არა იოსებისთჳს. აჰა ესერა გესმა განცხადებულად, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითისი იყო ქალწული იგი. და იაკობცა მამათმთავარი იუდაჲს ტომისაგან მოასწავებდა გამოჩინებად სასოებასა მას წარმართთასა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, ვიდრემდის მოვიდეს სასოებაჲ იგი წარმართთაჲ“. არამედ სიტყუაჲ იგი მამათმთავრისაჲ იუდაჲს ტომისაგან იტყჳს, ხოლო დავითისთჳს არას მოასწავებს, რამეთუ ტომსა შინა იუდაჲს სა არა დავითისი ოდენ იყო სახელი, არამედ სხუანიცა მრავალნი. ხოლო რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ გულისჴმა-ვყო, ვითარმედ დავითის ტომისაგან იყო მარიამ, ამისთჳს გაუწყა მახარებელმან, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ“. ამას ზედა სხუაჲცა მიგითხრა უწყებაჲ მის საქმისაჲ: რჩული იყო...

სრულად ნახვა