...უეყანაჲ“, არამედ ჯერ-იყო იოსებისი ქალწულსა თანაქცევაჲ, რაჲთა საგონებელ იყოს ქალწული იგი ქმროსან, და ესრეთ დაეფაროს საიდუმლოჲ იგი ეშმაკსა, და ვერ ცნას, თუ გარდამოჴდა ღმერთი ქუეყნად და კაცთა შორის იქცევის.
ჰრქუა მას: „შვეს ძე“. არა თქუა, თუ: „გიშვეს შენ ძე“, ვითარცა ჰრქუა ზაქარიას, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ მამაჲ არს იოსებ ქრისტესი. ამისთჳს თქუა: „შვეს ძე“ - სიტყუაჲ თავისუფალი მიუთხრა. რამეთუ არა თუ იოსებს უშვა, ვითარცა-იგი ელისაბედ ზაქარიას, არამედ ამან ყოველსა სოფელსა უშვა მაცხოვარი. ამისთჳსცა უწყებაჲ სახელისაჲ მოართუა ანგელოზმან ღმრთისა მიერ იოსებს, არა სახელი ლიტონი, არამედ სახელი სავსე ბევრეულითა კეთილითა. ამისთჳსცა გამოუთარგმანებს ძალსა მას სახელისასა და სასოებასა კეთილსა დაუდებს და სარწმუნო-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მრავლით კერძო და სიტყუასა მას წინაწარმეტყუელისასა დასამტკიცებელად ამის ყოვლისა შემოიღებს. ხოლო რაჲ არს გამოთარგმანებაჲ იგი სახელისაჲ მის? - მომასწავებელი ყოველთა კეთილთაჲ, მაუწყებელი ცოდვათა მოტევებისაჲ, მახარებელი საუკუნოჲსა ცხორებისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან“ (1,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა უცხოჲ აუწყა მუცლად-ღებაჲ და...