თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ საკჳრველებამან მან საქმისამან ურწმუნოებადცა მოიყვანნა იგინი ესეოდენთა მათ საქმეთა ზედა, რომელნი იქმნნეს არა ურწმუნო-ქმნისათჳს. ხოლო იგინი იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?“ ეჰა ღმრთისა კაცთმოყუარებაჲ! ვითარ ესრეთ მთხოველთა მათ და უნდოთა ყოვლითა მოსწრაფებითა განჰკურნებდა, რაჲთამცა ამასცა ზედა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, ვითარმედ არა მთავართა და დიდებულთა, არამედ გლახაკთაცა და უნდოთა მასვე ღუაწლსა ღირს-ჰყოფდა, რამეთუ ყოველთა ცხორებისათჳს მოსრულ იყო იგი. ხოლო რაჟამს იგინი იჭუეულ იყვნეს, მან თქუა, ვითარმედ: „მე ვარ“ (9,9). არა ჰრცხუენა მას პირველისა მის სიბრმისა მისისათჳს, არცა შეშინდა მათისა გულისწყრომისაგან, არცა ინება არაქადაგებაჲ ქველისსაქმისაჲ მის.
სახარებაჲ იოვანესი 9:8
7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9