მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:7

6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...არაარსისაგან უზეშთაესნი იგი ბუნებანი დაჰბადნა, ესემცა უნივთოდ ვერ ქმნაა? ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ ნივთი ეჴმარებოდა მას ამისა ქმნად, რამეთუ ამისთჳს აღიღო თიჴაჲ, არამედ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს, რომელმან პირველ მიწისაგან დაჰბადა კაცი, ამისთჳს სცხო რაჲ თიჴაჲ იგი და ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და დაიბანე“, რაჲთა სცნა, ვითარმედ: არა მეჴმარების მე თიჴაჲ შესაქმედ თუალთა, არამედ რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ჩემი. რაჲთა სცნა, ვითარმედ მისთჳს იტყოდა: რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ჩემი, ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემდა ჯერ-არს ქმნად საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემდა ჯერ-არს დამორჩილებაჲ თავისა ჩემისაჲ და ქმნაჲ საქმეთაჲ, რომელნი შემძლებელ არიან გამოჩინებად, ვითარმედ ძალ-მიც ქმნად საქმეთა, რომელთა იქმს მამაჲ, და არა ოდენ მსგავსთა მისთა, არამედ თჳთ მათვე. რამეთუ ესე უმეტესისა განუყოფელობისა სახე არს. ვინ უკუე შემძლებელ არს თუალთა შედგმად მისა, რომელი-იგი საქმეთა მათ მამისათა იქმს? რამეთუ არა თუ ოდენ დაჰბადა თუალი, არცა აღუხილა ოდენ, არამედ ხედვაჲცა მიანიჭა, რომელ არს სახჱ სულისა შთაბერვისაჲცა, რამეთუ უკუეთუ იგი არა იქმოდის, თუალი დაღაცათუ სრულ იყოს, ვეროდეს შემძლებელ არს ხედვ...

სრულად ნახვა