თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი სხუათაცა ეტყოდა, ვითარმედ: „ირწმუნეთ, ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს“. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: ვითარ, რომელ პავლე „ღამედ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“? არამედ არა თუ პავლე ქრისტეს წინააღუდგების, - ნუ იყოფინ! - არამედ ეგრეთვე იტყჳს იგიცა, ვითარცა უფალი; დაღაცათუ სიტყუანი არა ერთ არიან, არამედ ძალი ერთ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ღამჱ წარვალს, ხოლო დღჱ მოახლებულ არს“. და „ღამედ“ უწესს ამას ცხორებასა მათთჳს, რომელნი ურწმუნოებასა შინა არიან და ბოროტსა, გინა თუ შემსგავსებითა მას დღესა; ხოლო ქრისტე „ღამედ“ იტყჳს მას საუკუნესა ამის პირისათჳს, რამეთუ საქმჱ მაშინ არარაჲ იქმნების, არცა ცოდვაჲ, არცა სათნოებაჲ, ხოლო ამას ცხორებასა უწოდა „დღედ“, რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ძალ-უც ქმნაჲ კეთილისაჲ; და პავლე „ღამედ“ უწოდა ამას ცხორებასა, რამეთუ ბნელსა შინა არიან, რომელნი უკეთურებით და ურწმუნოებით იქცევიან მას შინა.
სახარებაჲ იოვანესი 9:5
4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა
სახარებაჲ იოვანესი თავი 9