თ ა რ გ მ ა ნ ი: და სხუასა ადგილსა იტყჳს: „არავის სადა ვჰმონებდით“; და: „სიძვისაგან არა შობილ ვართ“. ეგრეთვე აქაცა ჴორციელსა ოდენ გულისხმა-ჰყოფენ. ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა ბრმანი იყვენით, და თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 9:40
39. და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ.40. ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?41. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9