მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:37

36. მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი?37. ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს.38. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
37. ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...გან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და ბრმასაცა, ვითარმედ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“, და მათდაცა ეთქუა, დაღაცათუ ესრეთ არა ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღარამცა მისსა თქუმასა მოელოდეს? ხოლო აწ იხილე მათი იგი განდრეკილებაჲ, რამეთუ რაჟამს სიტყჳთ ასწავებნ, ეტყოდიან: „რასა სასწაულსა გჳჩუენებ?“ ; (6,30) და რაჟამს საქმით უჩუენებნ, მაშინ თქჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“. ეჰა სიბრმჱ! საქმენი ღაღადებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, და რაჟამს სიტყუათა ასწავლინ მათ, საქმეთა სთხოვდიან, რამეთუ არა ჭეშმარიტებისათჳს ჰკითხვიდეს. ამისთჳსცა მცირედი რაჲ თქუა თავისა თჳსისათჳს, მეყსეულად ინებეს ქვისა დაკრებაჲ და გარემოდგომაჲცა, და კითხვაჲ მათი უკეთურებითა სავსე იყო: „გჳთხარო განცხადებულად“. და იგი მარადის გ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

..., ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“? და იგი ჩანს მრავალთა ადგილთა, ვითარმედ წამებს თავისა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“; და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“; და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?

არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ, რაჲთა არა დავშთეთ სიტყუა-თა ოდენ შინა, არამედ ძალიცა და პირი სიტყჳსაჲ გამოვიძიოთ; რამეთუ ესრეთ შესცდეს მწვალებე...

სრულად ნახვა