მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:35

34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.35. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ?36. მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი?
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
35. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ? მიუგო მან და ჰრქუა: ვინ არს, უფალო, რაჲთა მრწმენეს მისი?“ (9,35-36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა ჭეშმარიტებისათჳს და ქრისტესთჳს ევნებოდის და იგინებოდიან, იგინი არიან, რომელთა პატივ-ეცემის, რამეთუ ვითარცა რომელმან ყოველივე დაუტევოს მისთჳს, მას უპოვნიეს ყოველივე, და ვითარცა რომელმან სული თჳსი მოიძულოს მისთჳს, მას შეუყუარებიეს იგი, ეგრეთვე რომელი იგინებოდის მისთჳს, მას უფროჲსად პატივ-ეცემის, ვითარცა კაცსა მას ბრმაყოფილსა ზედა იქმნა. რამეთუ განაძეს იგი ჰურიათა ტაძრისაგან, და პოვა იგი მეუფემან ტაძრისამან; განეყენა იგი შესაკრებელსა ბოროტსა და მიემთხჳა წყაროსა მას ცხორებისასა; იგინა ქრისტეს შეურაცხისმყოფელთა მიერ და პატივიცა მეუფისა მიერ ანგელოზთაჲსა, რამეთუ ესევითარნი არიან სასყიდელნი ჭეშმარიტებისანი. ეგრეთვე ჩუენ უკუეთუ აქა დაუტევნეთ საფასენი, ვჰპოვებთ მუნ კადნიერებასა; უკუეთუ აქა ვიჭირვოდით, ვჰპოვებთ მუნ განსუენებასა; უკუეთუ აქა ვიგინნეთ ღმრთისათჳს, პატივ-ვიცნეთ აქაცა და მუნცა, სასუფეველსა ცათასა, უკუნისამდე.

ხოლო ვითარცა განაძეს იგი ტაძრისაგან, პოვა იგი იესუ, და აჩუენებს მახარებელი, ვითარმედ განზრახვით მივიდა ხილვად მისა. და იხილე, თუ რაჲ კეთილი უყო მას, რამეთუ თავი იგი ყოველთა კეთილთაჲ მიანიჭა მას, ესე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილი არს“ (9,24).:

...უკუე არა ამხილეთ მას, რაჟამს იტყოდა: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? ანუ ვითარ უწყით, თუ ცოდვილ არს? ხოლო მათ თქუეს რაჲ, ვითარმედ: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“, და მან არარაჲ თქუა, ქრისტე შეემთხჳა რაჲ, აქო და არა აბრალა, არცა ჰრქუა, თუ: რად არა მიეც დიდებაჲ ღმერთსა? არამედ ესრეთ ჰრქუა: „გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე არს დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა. რამეთუ ვინაჲთგან რომელმან პატივ-სცეს ძესა, იგი არს, რომელი პატივ-სცემს მამასა. ამისთჳს სამართლად არა აბრალა ბრმაჲ იგი. ხოლო ჰურიანი ვიდრემდის მოელოდეს მშობელთა მისთა უვარის-ყოფად, არარას იტყოდეს. ვინაჲთგან უკუე არარაჲ ერგო მათ ამის საქმისაგან, ამისთჳს კუალად მისა მიმართვე მივიდეს, ვითარმედ: „ცოდვილი არსო“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მან და ჰრქუა: უკუეთუ ცოდვილ არს, მე არა ვიცი; ერთი ესე ვიცი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ“ (9,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე შეეშინა ბრმასა მას? ნუ იყოფინ! ვითარ უკუე, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, აწ იტყჳს, ვი-თარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა ვიცი“? არა თუ ესრეთ აქუნდა გულისსიტყუაჲ, არცა დაირწმუნა ესე, არამედ ენება, რაჲთამცა საქმისა მის წამებითა გამოაჩინა დიდებაჲ მისი და არა თჳსითა სიტყჳთა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრ...

სრულად ნახვა