მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:34

33. უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.35. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად, და შენ გუასწავება ჩუენ? და განჴადეს იგი გარე“ (9,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვიდრემდის მოელოდეს, თუ უარ-ყოს, მოუწოდდეს მას და სარწმუნოცა ჰყვა, ხოლო უკუეთუ არასარწმუნოდ, რაჲსათჳს ორგზისცა ჰკითხეს? ხოლო ვინაჲთგან მან ჭეშმარიტი თქუა უშიშად, რაჟამს-იგი ჯერ-იყო, რაჲთამცა უმეტესად დაუკჳრდა საქმჱ მისი, მაშინ უფროჲსად დასაჯეს იგი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად“? რამეთუ აქა სიბრმესაცა მისსა აყუედრებენ უკეთურებით, და აჩუენებდეს, ვითარმედ ცოდვათათჳს იშვა ბრმად, რომელი-იგი შეუძლებელ იყო. და ამისთჳს ქრისტე იტყოდა, ვი-თარმედ: „შჯად მოვედ მე სოფელსა ამას, რაჲთა რომელნი არა ჰხედვიდეს, ჰხედვიდენ, და რომელნი ჰხედვიდეს, დაბრმენ“.

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის