...ნი შობითგან ბრმისანი“ (9,32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: საცნაურ არსო, რამეთუ ცოდვილთასა არა ისმენს, ხოლო ამან სასწაულიცა ქმნა, და სასწაული ესევითარი, რომელ ვერვის კაცთაგანსა უქმნიეს ესე. და ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ყოველთავე წარჰჴდა სათნოებითა, და უზეშთაეს არს საქმჱ მისი ყოველთა კაცთასა. ხოლო ისმინე, თუ მათ რაჲ თქუეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად, და შენ გუასწავება ჩუენ? და განჴადეს იგი გარე“ (9,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვიდრემდის მოელოდეს, თუ უარ-ყოს, მოუწოდდეს მას და სარწმუნოცა ჰყვა, ხოლო უკუეთუ არასარწმუნოდ, რაჲსათჳს ორგზისცა ჰკითხეს? ხოლო ვინაჲთგან მან ჭეშმარიტი თქუა უშიშად, რაჟამს-იგი ჯერ-იყო, რაჲთამცა უმეტესად დაუკჳრდა საქმჱ მისი, მაშინ უფროჲსად დასაჯეს იგი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად“? რამეთუ აქა სიბრმესაცა მისსა აყუედრებენ უკეთურებით, და აჩუენებდეს, ვითარმედ ცოდვათათჳს იშვა ბრმად, რომელი-იგი შეუძლებელ იყო. და ამისთჳს ქრისტე იტყოდა, ვი-თარმედ: „შჯად მოვედ მე სოფელსა ამას, რაჲთა რომელნი არა ჰხედვიდეს, ჰხედვიდენ, და რომელნი ჰხედვიდეს, დაბრმენ“.