თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ მათ ვინაჲთგან პირველ ეთქუა, ვითარმედ: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“ ამისთჳს მათსავე სიტყუასა მოიღებს და მოაჴსენებს მათ, რაჲთა მას ზედა მტკიცე იყვნენ, ვითარმედ უკუეთუმცა ცოდვილ იყო, ვერ იქმს სასწაულთა. ჰხედავა, ვითარცა პირველცა, რაჟამს იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა უწყი“, არა თუ იჭუეულად იტყოდა, არამედ მტკიცედ იცოდა, ვითარმედ არა ცოდვილ არს. ამისთჳსცა, რაჟამს-ესე ჟამი პოვა, თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 9:31
30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი.31. ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან.32. საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9