მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:3

2. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?3. ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
3. ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ფრიად კაცთმოყუარე არს და ჩუენისა ცხორებისა მეძიებელ და ენება, რაჲთამცა უმადლოთა მათ პირნი დაუყვნა, ამისთჳს არარაჲ დაუტევა საქმჱ, რომელი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, დაღაცათუ მათ არა გულისხმა-ყვეს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან ესე უწყოდა და იტყოდა: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა“. ამისთჳს აქაცა, ვინაჲთგან სიმაღლე იგი სიტყუათა მისთაჲ არა შეიწყნარეს, არამედ გინებადცა იწყეს და მოკლვაჲ მისი ენება, ამისთჳსცა, განვიდა რაჲ ტაძრით, განკურნა განრღუეული იგი: ერ-თად, რაჲთა წარსლვითა მისითა მათსა გულისწყრომასა ნუგეშინის-სცეს, და მეორედ, რაჲთა ქმნითა მით სასწაულისაჲთა სიფიცხლჱ იგი და მოუდრეკელობაჲ მათი მოალბოს და სიტყუანი თჳსნი სარწმუნო-ყვნეს და ქმნას სასწაული არა ესრეთ ლიტონი, არამედ მაშინ ოდენ ქმნილი, რომელი არღასადა ქმნილ იყო, რამეთუ „საუკუნითგან არა სმენილ არსო,...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან, ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა? რქვა მათ იესო: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა (იოან. 9, 1-3).

მოწაფეთა იესო ქრისტესთა ჰქონდათ ის ჩვეულება, რომელ, როდესაც იხილვიდენ რომელსამე განსაკვირვებელსა მოვლენასა, ანუ როდესაც მიუვიდოდათ გულში რომელსამე საგანზედ ეჭვი, მაშინვე ჰკითხვიდენ მოძღვარსა და სთხოვდენ, რათა აუხსნას მან ეჭვი მათი. ახლაც დაინახეს რა კაცი შობითგან ბრმა, მაშინვე იფიქრეს თავის გულში რისგან დაემართა მას ეს დიდი უბედურება, და ჰკითხეს უფალსა: რაბი, ვინ ცოდა - ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმა იშვა? როგორც ამ კითხვიდან სჩანს, მოწაფენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომელ კაცს ყოველი უბედურება და მწუხარება შეემთხვევა თვისი ბრალით და ცოდვით და ყოველი უბედურება და მწუხარება კაცისა არის სასჯელი ცოდვათათვის.

ახლაც არის, ძმანო ჩემნო, მეტადრე დაბალ წოდების ხალხში, ეს აზრი გავრცელებული: ახლაც როდესაც კაცი ჰნახავს, ანუ გაიგონებს თვისი მოყვასის უბედურებასა,...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ (11,19).:

...გლახაკთა, ვითარ არცა ერთითა რაჲთ დაიჴსნებოდეს კეთილისა ჩუეულებისაგან. ამისთჳს ესევითარი "ჯერ-არსი" და "რაჲთაჲ" მრავალსა ადგილსა გეპოების წმიდათა წერილთასა; არა მიზეზისა, არამედ თჳთ საქმეთა ქმნისა წარმოსაჩინებელად, ვითარ-იგი "შჯად სოფლისა მოვედ, რაჲთა, რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდენ, დაბრმენ" (). და კუალად: "შჯული შორის-შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ" (). არამედ არცა შჯული განმრავლებად ცოდვისა მოეცა, არცა უფალი დაბრმობად მოვიდა. გარნა სრულებად საქმისა იჴუმევის "რაჲთაჲ" ესევითართა შინა ადგილთა, და არა მიზეზთა მაუწყებელად.

მოციქულისაჲ: შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად (11,20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: შეკრებაჲ იგი სიყუარულისა სასწაული არს, ხოლო არა სიყუარულით იქმნების, ვინაჲთგან არა საზოგადო არს საზრდელი მდიდრისა და გლახაკისაჲ.

მოციქულისაჲ: არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ (11,20).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: არა არს საუფლოჲსა სერისა ჭამაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ სერობაჲ იგი თქუენი არა არს მსგავს საუფლოჲსა მის სერობისა, ოდეს-იგი უფალმან სიონს შინა ინაჴ-იდგა მოწაფეთა თანა; და არა ხოლო სხუანი, არამედ განმცემელიცა სწორებით გამოიზარდებოდა მათ თანა. ხოლო შ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (15,20).:

...ამეთუ სიტყჳთ ვასწავე კეთილი და საქმით ვქმენ შჯულისაებრ მოსესისა. და ამას ზედა თჳთ იგინი მოწამე არიან, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „არასადა ესევითარი გამოჩინებულ არს ისრაჱლსა შორის“; და ვითარმედ: „საუკუნითგან არა სმენილ არს, თუ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“. ხოლო რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: რაჲსათჳს შენცა და ჩუენცა გუდევნიან? ამისთჳს პირველვე ჰრქუა, რამეთუ: არა ხართ სოფლისაგან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან. „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“. ხოლო კუალად რაჲთამცა არა თქუეს, ვითარმედ: უკუეთუ შენ გდევნიდეს, და ჩუენცა გუდევნიდენ; და უკუეთუ სიტყუაჲ შენი არა დაიმარხეს, და ამისთჳს არცა ჩუენი დაიმარხონ; უკუეთუ შენ ჰქმნენ სასწაულნი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, და არა ჰრწმენა, უკუეთუ სძულ შენცა და მამაჲცა შენი, რაჲსათჳს ჩუენ შთაგუყრი ჴელთა მათთა? ანუ რად ირწმუნონ ჩუენი? და რაჲთა არა იტყოდიან ამას ყოველსა, ამისთჳს ჰრქუა მათ სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ,

რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. და თქუენცა მოწამე ხართ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...გან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და ბრმასაცა, ვითარმედ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“, და მათდაცა ეთქუა, დაღაცათუ ესრეთ არა ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღარამცა მისსა თქუმასა მოელოდეს? ხოლო აწ იხილე მათი იგი განდრეკილებაჲ, რამეთუ რაჟამს სიტყჳთ ასწავებნ, ეტყოდიან: „რასა სასწაულსა გჳჩუენებ?“ ; (6,30) და რაჟამს საქმით უჩუენებნ, მაშინ თქჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“. ეჰა სიბრმჱ! საქმენი ღაღადებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, და რაჟამს სიტყუათა ასწავლინ მათ, საქმეთა სთხოვდიან, რამეთუ არა ჭეშმარიტებისათჳს ჰკითხვიდეს. ამისთჳსცა მცირედი რაჲ თქუა თავისა თჳსისათჳს, მეყსეულად ინებეს ქვისა დაკრებაჲ და გარემოდგომაჲცა, და კითხვაჲ მათი უკეთურებითა სავსე იყო: „გჳთხარო განცხადებულად“. და იგი მარადის გ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილი არს“ (9,24).:

...უკუე არა ამხილეთ მას, რაჟამს იტყოდა: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? ანუ ვითარ უწყით, თუ ცოდვილ არს? ხოლო მათ თქუეს რაჲ, ვითარმედ: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“, და მან არარაჲ თქუა, ქრისტე შეემთხჳა რაჲ, აქო და არა აბრალა, არცა ჰრქუა, თუ: რად არა მიეც დიდებაჲ ღმერთსა? არამედ ესრეთ ჰრქუა: „გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე არს დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა. რამეთუ ვინაჲთგან რომელმან პატივ-სცეს ძესა, იგი არს, რომელი პატივ-სცემს მამასა. ამისთჳს სამართლად არა აბრალა ბრმაჲ იგი. ხოლო ჰურიანი ვიდრემდის მოელოდეს მშობელთა მისთა უვარის-ყოფად, არარას იტყოდეს. ვინაჲთგან უკუე არარაჲ ერგო მათ ამის საქმისაგან, ამისთჳს კუალად მისა მიმართვე მივიდეს, ვითარმედ: „ცოდვილი არსო“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მან და ჰრქუა: უკუეთუ ცოდვილ არს, მე არა ვიცი; ერთი ესე ვიცი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ“ (9,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე შეეშინა ბრმასა მას? ნუ იყოფინ! ვითარ უკუე, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, აწ იტყჳს, ვი-თარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა ვიცი“? არა თუ ესრეთ აქუნდა გულისსიტყუაჲ, არცა დაირწმუნა ესე, არამედ ენება, რაჲთამცა საქმისა მის წამებითა გამოაჩინა დიდებაჲ მისი და არა თჳსითა სიტყჳთა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა“ (9,6).:

...დიან, და აქუნ ფრიადი ძალი დაფარული მას შინა. რამეთუ იხილე, ვითარი არს ესეცა სიტყუაჲ, რომელ აწ აღმოვიკითხეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა“ (9,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „თქუა“? რომელ იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა თქუა ესე“, ესე იგი არს, ვითარმედ: „რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ღმრთისაჲ“, და ვითარმედ: „ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმისა მომავლინებელისა ჩემისასა“, რამეთუ ამისთჳს მომაჴსენნა ჩუენ მახარებელმან პირველთქუმულნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სიტყუაჲ თჳსი საქმეთა მიერ სარწმუნო-ყო. ხოლო რაჲსათჳს არა წყლითა შექმნა, არამედ ნერწყჳთა თიჴაჲ იგი? ამისთჳს, რამეთუ ეგულებოდა წარვლენაჲ სილოამს, და რაჲთა არა წყაროსა მას ვინმე მიაჩემოს საქმჱ იგი, არამედ რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ძალმან მან, რომელი-იგი პირისაგან მისისა გამოვიდა, მან აღუხილნა თუალნი ბრმისანი, ამისთჳს ნერწყჳთა შექმნა თიჴაჲ. და კუალად რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ქუეყანისაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳს უბრძანა დაბანაჲ; ხოლო რაჲსათჳს მეყსეულად არა ქმნა საქმე იგი, არამედ სილოამად წარავლინა? ამისთჳს, რაჲთა სცნა ბრმისა მის სარწმუნოებაჲ, და რაჲთა დაეყოს პირი ჰურიათა უმადლოებასა და უგულისხმოებასა. რამეთუ ვიდრემდის წარ-მცა-ვი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

..., ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“? და იგი ჩანს მრავალთა ადგილთა, ვითარმედ წამებს თავისა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“; და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“; და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?

არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ, რაჲთა არა დავშთეთ სიტყუა-თა ოდენ შინა, არამედ ძალიცა და პირი სიტყჳსაჲ გამოვიძიოთ; რამეთუ ესრეთ შესცდეს მწვალებე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

...ბენ და კმა არს მათდა, უკუეთუ ტაბლაჲ იგი მდიდარ იყოს. აწ უკუე შენისა მის ტაბლისა სიმდიდრე, ჵ მეუფეო, ესრეთ დიდ არს და გარდამატებულ, რომელ ნაბიჭევი ხოლო კმა არს აღვსებად ჩემდა ფრიადითა კეთილითა, არა ჩემდა ოდენ, არამედ სხუათაცა მრავალთა. კეთილად იტყოდა უფალი სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „სჯად ამას სოფელსა მოსრულ ვარ“, რამეთუ აჰა ესერა დიდ იქმნებოდა ამის დედაკაცისაგან დასჯილებაჲ ჰურიათაჲ.

ესე შეურაცხ იქმნა და არავე წარვიდა, არამედ სიტყუათა მათ სიბრძნისათა წარმოიტყჳს. ხოლო იგინი პატივ-იცემებოდეს და ბევრეულთა ქველისმოქმედებათა ღირს იქმნებოდეს და უმადლოებითა სავსე იყვნეს და ყოველსავე უგულებელს-ჰყოფდეს, ვიდრეღა სრულიადი განდგომილებაჲ იზრახეს. ხოლო უფალმან არა მისცა მათ ყოვლადვე მიზეზი. ამისთჳსცა აღსასრულადმდე მათ თანა დაადგრა, ასწავებდა და ჰკურნებდა ყოველსავე სენსა და ყოველსავე ცისად-ცისად გუემულებასა და წარმართთა მიმართ არა მივიდოდა, არამედ ძაღლად სახელ-სდვა მათ და ჰურიათა - შვილად. ხოლო ვინაჲთგან უშჯულოთა მათ არა შეჰრცხუენა, არცა შეძრწუნდეს ჴელისა მიყოფად მის ზედა, წინაუკუმოიქცა სახელი ესე, და იქმნეს იგინი ძაღლ და გამოეჴუნეს საღმრთოჲსა მის საზრდელისაგან, ვითარცა თქუა მათთჳს დავით: „მიიქცენ მწუხრი და [და]ყმებოდიან, ვითარცა ძაღლნი“....

სრულად ნახვა