მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:26

25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.26. მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?27. მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
26. მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას, რომელი იყო პირველ ბრმაჲ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: წინაჲსწარმეტყუელი არს“ (9,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“, კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ და არა იტყჳან, თუ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ დაჰჴსნა შაბათი? რაჲ ვთქუათ უკუე აქა, რამეთუ განმართლებისა მისისა სიტყუაჲ შესმენისა წილ დადვეს? გარნა ამას ვიტყჳ, ვითარმედ: არა იგინი არიან, რომელთა ესე ჰკითხეს, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არა ღმრთისაგან არს“, არამედ იგინი არიან, რომელთა თქუეს, ვითარმედ: „კაცი ცოდვილი ესევითართა სასწაულთა ქმნად ვერ შემძლებელ არს“. რამეთუ ენება მათი უმეტესად შერცხჳნებაჲ, და რაჲთა არავინ თქუას,...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას: სადა არს იგი?“ (9,12).:

...: „შაბათი იყო“ (9,13), რაჲთამცა ბოროტი იგი ვნებაჲ მათი გამოაჩინოს და მიზეზიცა, თუ რაჲსათჳს ეძიებდეს, - რაჲთამცა სასწაული იგი შეასმინეს, ვითარცა არა-ჴამსი საგონებელითა მით შჯულისა გარდასლვითა. და ესე ამის მიერ საცნაურ არს, რომელ იხილეს რაჲ იგი, არარაჲ სხუაჲ ჰკითხეს, გარნა ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ იხილე, ვითარ არა იტყჳან, თუ: ვითარ აღიხილენ? არამედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა მისცეს მიზეზი შესმენისაჲ, ვითარ შაბათსა შინა მოქმედისაჲ. ხოლო მან, ვითარცა პირველ ეთქუა, არღარა თქუა სახელი, არამედ ოდენ მოკლედ მიუთხრა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“ (9,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს, ვითარმედ პირველ ფრიადნი შესმენანი ეთქუნეს ჰურიათა ქრისტესთჳს, ვითარმედ: აჰა ესერა იესუ ესევითართა საქმეთა იქმს, რომელ შაბათსა თიჴასა სცხებს. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა შეშფოთნა, არცა შეძრწუნდა ბრმაჲ იგი, რამეთუ რაჟამს-იგი პირველ იტყოდა, არა ესრეთ საკჳრველ იყო, ხოლო რაჟამს-იგი ესევითარსა შიშსა მოიყვანეს, არცა წინააღმდგომი პირველთა სიტყუათაჲ თქუა, რამეთუ ჰურიათა მიიყვანეს იგი ფარისეველთა წინაშე, რაჲთამცა უარ-ყო, ხოლო მან უმეტესად ქადაგა. და ყოველსავე სასწაულსა ზედა ესე შეემთხუევის მათ, და ქ...

სრულად ნახვა