მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:25

24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.26. მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მან და ჰრქუა: უკუეთუ ცოდვილ არს, მე არა ვიცი; ერთი ესე ვიცი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ“ (9,25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე შეეშინა ბრმასა მას? ნუ იყოფინ! ვითარ უკუე, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, აწ იტყჳს, ვი-თარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა ვიცი“? არა თუ ესრეთ აქუნდა გულისსიტყუაჲ, არცა დაირწმუნა ესე, არამედ ენება, რაჲთამცა საქმისა მის წამებითა გამოაჩინა დიდებაჲ მისი და არა თჳსითა სიტყჳთა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავალთა სიტყუათასა თქუა, ვითარმედ: „უკუე-თუმცა არა ჭეშმარიტი იყო, ამას საქმესა ცოდვილი ვერ იქმს“, და იგინი განრისხნეს და თქუეს: „ცოდვასა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად, და შენ გუასწავლი ჩუენ?“ უკუეთუმცა პირველვე ეთქუა, რაჲმცა ექმნა?

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის