მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:24

23. ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილი არს“ (9,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე არა ამხილეთ მას, რაჟამს იტყოდა: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? ანუ ვითარ უწყით, თუ ცოდვილ არს? ხოლო მათ თქუეს რაჲ, ვითარმედ: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“, და მან არარაჲ თქუა, ქრისტე შეემთხჳა რაჲ, აქო და არა აბრალა, არცა ჰრქუა, თუ: რად არა მიეც დიდებაჲ ღმერთსა? არამედ ესრეთ ჰრქუა: „გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე არს დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა. რამეთუ ვინაჲთგან რომელმან პატივ-სცეს ძესა, იგი არს, რომელი პატივ-სცემს მამასა. ამისთჳს სამართლად არა აბრალა ბრმაჲ იგი. ხოლო ჰურიანი ვიდრემდის მოელოდეს მშობელთა მისთა უვარის-ყოფად, არარას იტყოდეს. ვინაჲთგან უკუე არარაჲ ერგო მათ ამის საქმისაგან, ამისთჳს კუალად მისა მიმართვე მივიდეს, ვითარმედ: „ცოდვილი არსო“.

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ“ (16,7).:

...და უკუნისამდე მის თანა ვიყო. რამეთუ ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: „არღარა მხედვიდეთ მე“. იხილე უკუე, ვითარ ამის ორისა სახისა მიერ დაიჴსნების მათი იგი ბოროტი იჭჳ, რამეთუ არცა სასწაულთა ქმნაჲ არს ცოდვილისაჲ, არცა ღმრთისა თანა ყოფაჲ მარადის. და ამისთჳს ვერღარა უძლონ თქუმად, თუ: „ცოდვილი არს“, ანუ: „არა ღმრთისაგან არს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო საშჯელისათჳს, რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ დაშჯილ არს“ (16,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიმართლისა თჳსისა სიტყუასა წარმოიღებს, რამეთუ უკუეთუ დასაბამითგანთა წმიდათა ვერ უძლეს ამის საქმისა ქმნაჲ, და მე ვქმენ და დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ, ვი-თარ იტყჳან, თუ: „ცოდვილი არს“ და „არა ღმრთისაგან არს“? რამეთუ იტყჳან ჩემთჳს, თუ: „მაცთური არს, და ეშმაკი არს მის თანა“, ; (10,20) არამედ ამასცა ზედა მხილებაჲ აქუნდეს, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ ვიყავ, ვი-თარმცა დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).

თ ა რ გ...

სრულად ნახვა