...ხოლო ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით, ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით. მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს“ (9,20-21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სარწმუნოდ გამოაჩინეს იგი და ესრეთ დაიდუმეს, რამეთუ არა არს ყრმაჲ და არცა უგუნური, არამედ შემძლებელი წამებად თავისა თჳსისათჳს. ხოლო ესე თქუეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა. ხოლო იხილე კუალად, ვითარ გონებაჲ მათი მახარებელმან გამოაცხადა. ვინაჲთგან უკუე მათ განკურნებულისა მის მიავლინეს, ამისთჳს მოუწოდეს მას მეორედ და ესრეთ ცხადად და ურცხჳნოებით არა თქუეს, თუ: უარ-ყავ, ვითარმედ ქრისტემან განგკურნა, არამედ სახითა ვითარცა კეთილისაჲთა ენება ქმნაჲ ამის საქმისაჲ, რამეთუ ჰრქუეს: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“ (9,24), რამეთუ უკუეთუმცა მშობელთა მისთადა ეთქუა, თუ: უარ-ყავთ, ვითარმედ არა შვილი თქუენი არს, ანუ თუ: არა ბრმად იშვა, სასირცხჳნო იყო სიტყუაჲ იგი; და უკუეთუმცა მისდა ეთქუა ესრეთ განცხადებულად, ვითარმედ: უარ-ყავ, თუ ქრისტემან აღგიხილნა, ესეცა ცხადი ურცხჳნოებაჲ იყო. ამისთჳს სხჳთა ამით სახითა ღონე-ყვეს საქმისა ამის და თქუეს, ვითარმედ: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“ და აღიარე, ვი-თარმედ ამას არარაჲ უქმნიეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილი არს“ (9,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე არა ამხილეთ მას...