თ ა რ გ მ ა ნ ი: და იხილე, თუ რაოდენითა სახითა ჴელ-ყვეს სასწაულისა მის განქარვებად; არამედ ბუნებაჲ ჭეშმარიტებისაჲ ესრეთ არს, რომელ რაზომცა ენებოს ვის მისი დაფარვაჲ, უმეტესად გამობრწყინდების, რამეთუ ამათცა ჰურიათა ენება დაფარვაჲ მისი და ვითარმცა ნებსით ისწრაფდეს განცხადებად და გამობრწყინებად, ესრეთ იქმოდეს. რამეთუ პირველ ჰკითხეს მას, ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა ბოროტი რაჲმე დასწამეს, ვითარცა სხუასა ადგილსა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „ბელზებული-თა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ; და აქაცა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“, და კუალად: „ცოდვილი არსო“.
ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა...