თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ სასწაულთა მიერ მოდრკებოდეს? და ისმინე, რასა იტყჳან, რომელთა-იგი პირველ წარავლინეს შეპყრობად მისა. აწ იტყჳან, დაღაცათუ არა ყოველნი, რამეთუ მთავარნი იყვნეს და დიდებისმოყუარებისაგან ურწმუნოებად მოვიდეს, გარნა მრავალთა ჰრწმენა მთავართაგანთა მისა მიმართ, და არა აღიარებდეს. და კუალად სიმრავლე იგი ერისაჲ შეურაცხ იყო და ვერ კადნიერ იქმნებოდა, და მათ შიშისაგან ვერ შეეძლო კადნიერებით თქუმაჲ, ხოლო მთავართა - დიდებისმოყუარებისაგან. და ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“ ; და იგინი, რომელნი ეძიებდეს უსამართლოებით მოკლვად, იტყოდეს, ვითარმედ: ღმრთისანი ვართ, ხოლო მკურნალსა მას ბრმათასა ეტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს, რომელ შაბათსა არა იმარხავსო“. ხოლო ამის სიტყჳსა მიმართ თქუეს მათ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა ქმნად“, რამეთუ იგინი ბოროტისმოქმედებით სასწაულსა მას დაიდუმებდეს და გარდასლვად შჯულისა შერაცხილსა მას საქმესა შორის...
სახარებაჲ იოვანესი 9:16
რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.
რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...
იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანი: ესე კაცი არა არს ღვთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს (იოანნე 9, 16).
მაცხოვარმან განკურნა შობითგან ბრმა კაცი დღესა შაბათსა, გარნა მრავალთა ურიათა არა თუ ირწმუნეს მისი, არამედ იტყოდეს, რომ იგი ღვთისაგან არ არისო, ცოდვილი კაციაო. რისთვის? მისთვის, რომ შაბათი დაარღვიაო, შაბათს კაცი მოსვენებული უნდა იყოსო, არაფერი საქმე არ უნდა ჰქმნასო. იმ ზომით იყო მათი გონება შეპყრობილი ცრუ აზრისაგან და ამაო მორწმუნეობისაგან! მათ სჯულში, ძველის აღთქმის საღმრთო წიგნებში სრულიად არ იყო თქმული, რომ შაბათს კაცი არაფერს საქმეს არ უნდა აკეთებდეს, არამედ იყო ბრძანებული, რომ იმ დღეს დაეტევებინათ ჩვეულებრივი სანიადაგო სოფლიური მუშაობა და შრომა; გარნა კეთილ-საქმეს, მოყვასის მოწყალებას და შემწეობას არაოდეს შაბათი დღე არ დაუშლიდა. ხოლო მათ, ურიათა, და თვით მათთა მოძღვართა და მწიგნობართა მოიგონეს, სხვათა შორის ურიცხვთა ცრუ აზრთა და ცრუ მორწმუნებათა, ისიც, რომ ვითომც შაბათს დღეს არა თუ მარტო მუშაობა იყოს ცოდვა, არამედ სხვაცა, თვით კეთილი საქმე, მოყვასისადმი მოწყალების ქმნა.
გარნა ურიანი რა გასამტყუნებელი არიან მაშინ, როდესაც...
...ქუა, ვითარმედ: „არღარა მხედვიდეთ მე“. იხილე უკუე, ვითარ ამის ორისა სახისა მიერ დაიჴსნების მათი იგი ბოროტი იჭჳ, რამეთუ არცა სასწაულთა ქმნაჲ არს ცოდვილისაჲ, არცა ღმრთისა თანა ყოფაჲ მარადის. და ამისთჳს ვერღარა უძლონ თქუმად, თუ: „ცოდვილი არს“, ანუ: „არა ღმრთისაგან არს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო საშჯელისათჳს, რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ დაშჯილ არს“ (16,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიმართლისა თჳსისა სიტყუასა წარმოიღებს, რამეთუ უკუეთუ დასაბამითგანთა წმიდათა ვერ უძლეს ამის საქმისა ქმნაჲ, და მე ვქმენ და დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ, ვი-თარ იტყჳან, თუ: „ცოდვილი არს“ და „არა ღმრთისაგან არს“? რამეთუ იტყჳან ჩემთჳს, თუ: „მაცთური არს, და ეშმაკი არს მის თანა“, ; (10,20) არამედ ამასცა ზედა მხილებაჲ აქუნდეს, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ ვიყავ, ვი-თარმცა დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ არს? უმეტეს შენსა არსა სული, რომელ აწ ვერ ვიტჳრთავთ, ხოლო...
...რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ მამაჲ არავის შჯის, და შენ არა მოხუედ, რაჲთა დაჰსაჯო სოფელი, ვინ შჯის მას? გარნა „სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი“ (12,48), რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, ამისთჳს, რაჲთა მაშინ ამათ სიტყუათა ვერღარა იტყოდიან, არამედ სიტყუანი ჩემნი მიუღებდენ მათგან ყოველსა სიტყუასა და დაშჯიდენ მათ, რომელმან სიტყუანი ესე, რომელნი თქუნა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, ; (8,42) და ვითარმედ: „მამამან, რომელმან მომავლინა მე, მომცა მცნებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“, ; (14,10) და ესე ყოველნი დაუყოფდენ მათ მას დღესა პირსა და მოუღებდენ ყოველსა მიზეზსა. რამეთუ მან ყოველნი ესე სიმდაბლისა სახენი სიტყუანი მათთჳს თქუნა, რაჲთა იგინი მოიქცენ, და ვინაჲთგან არა მოიქცეს, ამისთჳს მათ სიტყუათა დასაჯნენ იგინი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მამამან, მან მომცა მცნებაჲ, თუ რაჲ ვთქუა, ანუ რასა ვიტყოდი“ (12,49)? ანუ ვითარ არს ესე? ნუუკუე ოდეს მო...
...იცოდეს ესეცა, ვითარმედ სიტყუაჲ რაჲმე იყო, ხოლო თუ რაჲ იყო, არა იცოდეს. ხოლო ქრისტემან ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“ (12,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს თქუა სიტყუაჲ ესე? ამისთჳს, რამეთუ მის სიტყჳსა მიმართ წინააღუდგებოდა, რომელ თქუეს, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს; რამეთუ რომელი ღმრთისა მიერ იდიდებოდა, ვი-თარ არა ღმრთისაგან იყო, რომლისა სახელი ამისთჳს იდიდების? ამის-თჳსცა თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს იყო, რაჲთამცა მე რაჲმე ვცან, რომელი არა ვიცი, რამეთუ მე ყოველივე მამისაჲ ვიცი. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „ანგელოზი ეტყოდა მას“ (12,29), ანუ: „ქუხილი იყო“ (12,29), და არა ზრუნვიდეს მისდა ცნობად, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენთჳს იყო“, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნა კითხვად, თუ რაჲ იყო. ხოლო შეშინებულთა მათ არავე ჰკითხეს, თუ რაჲ იყო, რომელთა არა უწყოდეს ყოლადვე, თუ რაჲ იყო. და ამისთჳს არა საჴმარ-უჩნდა სიტყჳსა მის ცნობად: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ჰხედავთა, რამეთუ მდაბალნი სიტყუანი ყოველნივე მათთჳს ითქუმოდეს? თუ არა, ძესა არა უჴმდა შეწევნაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ საშჯელი არს ამის სოფლისაჲ, აწ...
...ოს, ვითარმედ უფროჲს სიტყუათასა უქადაგებიეს საქმეთა მიერ. რამეთუ მიუგო, ვითარმედ: „გითხარ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს“ (10,25). ვითარცა-იგი მათგანნი, რომელნი უმოლხინესრე იყვნეს, იტყოდეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“ და: „ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ბრმისა თუალთა ახილვად?“ და კუალად იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ქრისტე?“ და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესი სასწაული ქმნესა?“ ვინაჲთგან უკუე რომელთა ესეოდენთა საქმეთაგან არა დაირწმუნეს, და იგინი იჩემებდეს მცირედითა სიტყჳთა დარწმუნებად, იხილეთ, ვითარ არცხუენს მათსა უკეთურებასა, ვითარმედ: უკუეთუ საქმეთაჲ არა გრწამს, სიტყუათაჲ ოდეს დაირწმუნოთ? „არამედ თქუენ არა გრწამსო, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი“ (10,26), ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი ჩემგან ჯერ-იყო საქმედ, ყოველივე მიქმნიეს. უკუეთუ კულა თქუენ არა შემომიდგეთ, ესე არა ამისთჳს არს, რომელ არა მწყემსი ვარ, არამედ ამისთჳს, რომელ თქუენ არა ცხოვარნი ხართ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცხოვართა ჩემთა ჴმ...
...ს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: წინაჲსწარმეტყუელი არს“ (9,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“, კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ და არა იტყჳან, თუ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ დაჰჴსნა შაბათი? რაჲ ვთქუათ უკუე აქა, რამეთუ განმართლებისა მისისა სიტყუაჲ შესმენისა წილ დადვეს? გარნა ამას ვიტყჳ, ვითარმედ: არა იგინი არიან, რომელთა ესე ჰკითხეს, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არა ღმრთისაგან არს“, არამედ იგინი არიან, რომელთა თქუეს, ვითარმედ: „კაცი ცოდვილი ესევითართა სასწაულთა ქმნად ვერ შემძლებელ არს“. რამეთუ ენება მათი უმეტესად შერცხჳნებაჲ, და რაჲთა არავინ თქუას, თუ მას შესწევენ, ამისთჳს რომელი-იგი გამოცდილ იყო ძალსა მისსა, შორის შემოიყვანეს და ჰკითხეს. ხოლო იხილე გლახაკისა მის სიბრძნე, რამეთუ ყოველთასა უმჯობესად და უმეცნიერესად მიუგო პირველად და თქუა, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, და ვ...
...სიტყუაჲ, თუმცა რაჲმე ევნო მისდა ადამს, არამედ ოდენ შურისათჳს უყო, რაჲ-იგი უყო. და ამასვე მოასწავებს აქაცა, ვითარმედ შემსგავსებულად მისა იქმთ თქუენცაო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა“ (8,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზედაჲსზედა შეასმენდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისა მიერ არსო“, ამისთჳს ეტყჳს მათ: ეგეცა ზრახვაჲ ეშმაკისაჲ არს, რამეთუ მან შვა ტყუვილი პირველ და თქუა, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამოთ ძელისა მისგან, განგეხუნენ თუალნი თქუენნი“. ამან იჴმარა ტყუვილი პირველვე, რამეთუ კაცნი არა ვითარცა თჳსსა საქმესა იქმან, რაჟამს ტყუოდიან, არამედ რაჟამს იგი ტყუოდის, თჳსსა საქმესა იქმს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი“ (8,45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმჱ ესე? თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (8,46). ხოლო იგინი იტყოდეს: „ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ“. და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა. გარნა...
...განგებულებისა მისისაჲ არს და მეორჱ - ღმრთეებისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დამიტევა მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის“ (8,29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ თჳსი უმდაბლჱსისა სახისა მომართ მოიყვანა და წინააღუდგების ამით სიტყუასა მას მათსა, რომელსა იტყოდეს, ვითარმედ: „შაბათსა არა იმარხავს“. ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ: „სათნოებასა მისსა ვიქმ“, რაჲთამცა უჩუენნა, ვითარმედ და-ჴსნაჲ შაბათისაჲ სათნო არს მამისა. ეგრეთვე უკუე ჯუარ-ცუმისა მისისა ჟამსა იტყოდა, ვითარმედ: „ჰგონებთ, თუ ვერ ძალ-მიცა ვედრებად მამისა ჩემისა?“ რომელმან-იგი ოდენ ჰრქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო თუ იტყოდი შენ, ვითარმედ: და რად არა თქუა, თუ: ჰგონებთ, ვითარმედ არა ძალ-მიცა წარწყმედად თქუენდა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მან საქმჱ ესე საქმით ქმნა, ხოლო სიტყჳთ დაიდუმა უძლურებისა მისთჳს მათისა ფრიადისა, რამეთუ მარადის ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა გულსავსე-ყვნა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არცა რას იქმს გარეგანსა მისისა ნებისა, და ამისთჳს აქა კაცობრივსა მას სიტყუასა იტყჳს. ხოლო ვითარცა თქუა, თუ: „არ...
...ა თქუმად ესევითარი რაჲმე. ამისთჳს ესე შემოიღო მეორედ წამებად და თქუა: „საქმჱ, რომელი მომცა მე მამამან, რაჲთა აღვასრულო იგი, ესე საქმენი წამებენ ჩემთჳს, ვითარმედ მამამან მომავლინა მე“. აქა შაბათისაცა დაჴსნისა მიმართ იტყჳს, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს, რამეთუ შაბათსა არა დაიცავს“, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რომელი მომცა მე“. და იგი ჴელმწიფებით იქმოდა ყოველსავე, არამედ რაჲთამცა დამტკიცებულად გამოაჩინა, ვი-თარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა, ამისთჳს მდაბალი ესე სიტყუაჲ თქუა. რამეთუ რად არა თქუა, თუ: საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, იგინი წამებენ, ვითარმედ სწორი ვარ მამისაჲ? რამეთუ საქმეთა მიერ ორივე ესე იცნობებოდა, ვითარმედ სწორი არს მამისაჲ და ვითარმედ არარას წინააღმდგომსა მისსა იქმს. და რაჲსათჳს არა თქუა ესრეთ, არამედ თქუა, ვითარმედ: „საქმენი წამებენ, რამეთუ მამამან მომავლინა მე“? ამისთჳს, რამეთუ ისწრაფდა, რაჲთამცა ესე დაარწმუნა, ვითარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა; რამეთუ უკუეთუმცა ესე არა ჰრწმენა, იგიმცა ვითარ ჰრწმენა, თუ სწორი არს მამისაჲ? და ამისთჳს ისწრაფდა, რაჲთამცა უდარჱსი ესე დაარწმუნა; და იცოდა, ვი-თარმედ უკუეთუ ესე დაირწმუნონ კეთილად, მერმე იგიცა ადვილად ჰრწმენეს; და აჴსენა უზე...
...შეერთებაჲ ძნელ იყო და საკჳრველ.
„ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელთადა რწმუნებულ იყო შენებაჲ წესთა მათ შჯულისათა.
ამათ შეურაცხ-ყვეს ქრისტე, რამეთუ იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“; „არამედ აცთუნებს ერსა“; და მრავალსა ესევითარსა ეტყოდეს. ღაღადებს უკუე წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: ესე ლოდი, რომელი უგუნურთა მათ მაშენებელთა შეურაცხ-ყვეს, ესოდენ პატიოსან არს, ვიდრეღა თავ საკიდურთა იქმნა. ხოლო თავ საკიდურთა არა ყოველსა ლოდსა ჴელ-ეწიფების ყოფად, არამედ რომელი-იგი არნ ფრიად გამოცდილი და შემძლებელი ორკერძოვე კედელთა მათ შეკრვად. ხოლო ამან ლოდმან არა ნაშენები იგი ოდენ შემზადა, არამედ ორნი იგი კედელნი განყოფილნი შეაერთნა. ესე არიან ჰურიათაგან და წარმართთა შემოკრებილნი მორწმუნენი. ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ქრისტე არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ყო ორივე ერთ და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა უაღრესითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა“....
...უ რავდენი განყოფილებაჲ არს შორის მეუფისა და მონათა, და ცნან, ვითარმედ ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი პეტრესი, რომელ აღიარა ძედ ღმრთისა ცხოველისად.
მეორედ ამისთჳს, რამეთუ იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ გარდამავალი არს იგი შჯულისაჲ, და მგმობრად სახელ-სდებდეს და იტყოდეს: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“; და კუალად ეტყოდეს: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და შენ რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“.
ხოლო რაჲთა გულისჴმა-ყონ მოწაფეთა და მათ მიერ ყოველთა, ვითარმედ შურისაგან ზრახვიდეს ამას, და ვითარმედ არცა შჯულისა გარდამავალ არს, არცა ცუდად ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა, არამედ ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ არს, ამისთჳს წარმოადგინა შჯულისმდებელი იგი მოსე და მოშურნე იგი მგმობართა ზედა ელია. რამეთუ არცა, თუმცა შჯულისა გარდამავალ იყო და არამცა მეუფე იყო შჯულისაჲ, წარმოუდგამცა მოსე, ვითარცა მონაჲ, არცა, თუმცა ცუდად იტყოდა თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, წარმოუდგამცა ძრწოლით ელია, მოშურნე იგი ღმრთისმსახურებისათჳს.
მესამედ ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ იგი არს უფალი ცხოველთა და მკუდართაჲ, და ჴელმწიფებაჲ აქუს ცხორებისა და სიკუდილისაჲ, და მეუფე არს ზეცისა...
...ნსხმასა ეშმაკთასა და იტყოდეს: „ბერზებულითა, მთავრითა ეშმაკთაჲთა, განასხამსო ეშმაკთა“. ; ესმოდა, ვითარ ღმერთსა შეაწყნარებდა მათ და დიდი იგი აქუნდა მისა მიმართ ერთობაჲ, და იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“. ვინაჲთგან უკუე კეთილსა ხედვიდეს და ესმოდა, და იგინი ბოროტსა იტყოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ხილვაჲცა იგი და სმენაჲ მიეღოს, რამეთუ არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ არს მათა. რამეთუ არა ხოლო თუ ურწმუნო იყვნეს, არამედ წინა აღუდგებოდესცა და შეასმენდეს და მოკლვად განიზრახვიდეს.
რამეთუ თავადი პირველითგან არა ესრეთ ეტყოდა მათ, არამედ ფრიადითა განმარტებითა იყო სიტყუაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან იგინი დრკუ იყვნეს და გულარძნილ, ამისთჳს იგავით იწყო სიტყუად. ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ ცუდად აბრალობს მათ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია მოიყვანა დამამტკიცებელად ამის სიტყჳსა და თქუა, ვითარმედ: „აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ“, და შემდგომი ამისი.
ხოლო იხილე წინაჲსწარმეტყუელი იგი, ვითარ გამოწულილვით შეასმენს მათ. რამეთუ არცა მან თქუა, თუ: არა ხედვიდეთ...
...თარცა უზეშთაესი ყოველთა კაცთასა და ღმრთისაგან მოსრული, რამეთუ უკუეთუმცა ესე კეთილად დამტკიცებულ იყო მათ შორის, დღითი-დღე წარმატებითა გულისჴმა-ყვესმცა, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ. არამედ არა დაამტკიცეს ესე გულთა შინა თჳსთა, ამისთჳსცა ვერ უძლეს წარმატებად; რამე-თუ კუალადცა იტყოდეს: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“; და კუალად: „დრტჳნვიდესო მისთჳს ჰურიანი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსეფისი, რომლისა მამაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ და მრავალსა ესევითარსა იტყოდეს, რამეთუ თჳსთა მათ ვნებათა და ფრიადისა მის ურწმუნოებისა საფარველად მოიპოებდეს სიტყუათა ამათ.
სწავლაჲ კთ ვითარმედ სიმშჳდით ჯერ-არს მხილებაჲ და განმართებაჲ ცოდვილთაჲ და არა რისხვით
ამას საქმესა აწცა მრავალნი იქმან და ჰგონებენ, თუ ღმრთისათჳს შურსა იგებენ, ხოლო იგინი თჳსთა ვნებათა აღასრულებენ. ჯერ-არს უკუე ყოვლისავე სიმშჳდით ქმნად, რამეთუ ღმერთსა ძალ-უც ცეცხლი-თა დაწუვად მგმობართა თჳსთა, გარნა იგი მზესა აღმოუბრწყინვებს და წჳმასა მოავლენს და ყოვლით კერძო კეთილსა უყოფს. ჩუენცა უკუე თანაგუაც ბაძვად მისდა და სწავლად, შერჩულვად წყალობით,...