მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:14

13. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო.15. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას: სადა არს იგი?“ (9,12).:

...თარ არაოდეს არს ქრისტე განკურნებულთა მათ თანა, რამეთუ არა ეძიებდა იგი დიდებასა ერისაგან. ხოლო იხილე ბრმისაჲცა, ვითარ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყჳს, არამედ მათ ენება, რაჲთამცა ქრისტე ეპოვნა და იგიმცა მიეყვანა მღდელთმოძღუართა მიმართ. ვინაჲთგან უკუე იგი ვერ პოვეს, ამისთჳს ბრმაჲ იგი მოიყვანეს ფარისეველთა მიმართ, რაჲთამცა მათ უფიცხლესადრე ჰკითხეს. რამეთუ ამისთჳს მახარებელი მოასწავებს, ვითარმედ: „შაბათი იყო“ (9,13), რაჲთამცა ბოროტი იგი ვნებაჲ მათი გამოაჩინოს და მიზეზიცა, თუ რაჲსათჳს ეძიებდეს, - რაჲთამცა სასწაული იგი შეასმინეს, ვითარცა არა-ჴამსი საგონებელითა მით შჯულისა გარდასლვითა. და ესე ამის მიერ საცნაურ არს, რომელ იხილეს რაჲ იგი, არარაჲ სხუაჲ ჰკითხეს, გარნა ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ იხილე, ვითარ არა იტყჳან, თუ: ვითარ აღიხილენ? არამედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა მისცეს მიზეზი შესმენისაჲ, ვითარ შაბათსა შინა მოქმედისაჲ. ხოლო მან, ვითარცა პირველ ეთქუა, არღარა თქუა სახელი, არამედ ოდენ მოკლედ მიუთხრა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“ (9,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს, ვითარმედ პირველ ფრიადნი შესმენანი ეთქუნეს ჰურიათა...

სრულად ნახვა