მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:6

5. და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?6. ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.7. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
6. ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს. ხოლო მსახურნი იგი რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ, და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს მსახურნიო, და ჰრქუეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის