...ათჳს მსმენელთა მათ, და რაჲთა ასწაოს კაცთა სიმდაბლჱ და არა დიდადმეტყუელებაჲ თავთა თჳსთათჳს. ხოლო მაღლად და ჴელმწიფებით მეტყუელებისა მისისაჲ ერთი ოდენ არს მიზეზი - მეუფებაჲ იგი ბუნებისა მისისაჲ. და ამისთჳს არა მარადის ესრეთ ჯერ-იყო სიტყუაჲ მათ უგულისხმოთა მიმართ, რამეთუ უკუეთუ თქუა, თუ: „პირველ აბრაჰამისა მე ვარ“, და ამისთჳს დაბრკოლდეს, უკუეთუმცა მარადის ესრეთ მაღალთამცა სიტყუათა ეტყოდა, რაჲმცაღა ყვეს?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ, ანუ რაჲ ზიარებაჲ აქუს პირველთქუმულთა მათ თანა? რამეთუ იგინი ორთა ბრალთა დასდებდეს მის ზედა: ერთად, ვითარმედ შაბათსა დაჰჴსნისო, და მეორედ, რამეთუ ღმერთსა მამად თავისა თჳსისა უწესსო და სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა. ხოლო არა მათისა იჭჳსა და ჰაზრისაჲ იყო, არამედ ჭეშმარიტი იყო, და იგიცა თავადი ესრეთ იტყოდა და დაამტკიცებდა მარადის, ვითარმედ სწორ ღმრთისა არს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცე...