მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:56

55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ანგელოზის ხმა და ვერძის შეწირვა — ქრისტეს ჯვრის წინასახე (22:11–13):

...მამთავარმა თავისი სულის ღვთისმოსაობაც აჩვენა, მხოლოდ თავისი კეთილი განზრახვისთვის მიიღო გვირგვინი და, ძე დაიბრუნა რა, აურაცხელი გვირგვინებით დაბრუნდა. ეს ყველაფერი ქრისტეს ჯვრის წინასახე იყო. ამიტომაც ქრისტე ეუბნებოდა იუდეველებს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა" (). როგორ იხილა ამდენი წლის წინ მცხოვრებმა ადამიანმა? წინასახით, ჩრდილით. როგორც აქ ვერძი ისაკის ნაცვლად შეიწირა, ისე სიტყვიერი კრავიც მთელი სოფლისთვის შეწირულ იქნა მსხვერპლად. ჭეშმარიტება ჩრდილით უნდა წინასახებულიყო. შეხედე, საყვარელო, როგორ წინასახავდა მართლაც ყველაფერი ჩრდილით. იქ მხოლოდშობილი ძეა და აქაც მხოლოდშობილი. იქ საყვარელი და ჭეშმარიტი ძეა და აქაც საყვარელი და თანაარსი ძე, როგორც ღმერთი მამა ამბობს: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (). ისაკი მამის მიერ ყოვლად დასაწველად შეწირვისთვის იყო განკუთვნილი, ქრისტეც მამამ გასწირა, როგორც პავლე ძახილით ამბობს: „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?" (). აქ ჩრდილი გამოჩნდა; შემდგომ კი ჭ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების:

...ამეთუ მარადის მშობელთა სათნოებაჲ დასაშჯელ არს უდებთა შვილთა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ყუედრებით ისრაჱლისათჳს, ვითარმედ: „ცოლისა მიერ ჰმონა ისრაჱლმან და ცოლისა მიერ დაიცვა სიწმიდჱ“. და უფალი იტყჳს: „აბრაჰამ, მამამან თქუენმან, განიხარა, რაჲთა იხილოს დღჱ ჩემი“.

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ვისწრაფოთ, რაჲთა ჩუენითა სათნოებითა სათნო-ვეყვნეთ ღმერთსა, რაჲთა არა ვესვიდეთ სხუათა სათნოებასა, და მაშინ ვცნათ, ოდეს არღარა გუერგოს. რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“ არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა საუკუნენი კეთილნი ვპოვნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

...ლსა ერსა მას უსწავლელსა და უგუნურსა იტყჳს, განხრწნილსა მას და ქუეყანისა საქმეთა შექცეულსა. ხოლო მეგობართა მათ ღმრთისათა და საკჳრველთა კაცთა ყოველთა იცნეს იგი უწინარეს ჴორცთშესხმისაცა მისისა. და მამათმთავრისათჳს თავადი ქრისტე იტყჳს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“. და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. ; ; და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“. ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თ...

სრულად ნახვა