თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა, ვითარმედ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ და ფრიადისა მის უძლურებისა მათისაებრ არა ჰრქუა, თუ: ჰე, უზეშთაეს ვარ, არამედ ჴელოვნებით ყო სიტყუაჲ თჳსი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დიდებაჲ ჩემი არარაჲ არსო“? ვითარ არარაჲ არს დიდებაჲ მისი? გარნა მათა მიმართ არს არარაჲ, რამეთუ ვი-თარცა სხუასა ადგილსა იტყჳს: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, და მათისა მის დაბრმობილისა გონებისათჳს თქუა იგი, ეგრეთვე ესე მათისა გულისსიტყჳსათჳს მიუგო, ვითარმედ: „არს, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს, და არა იცით იგი“ (8,54-55). რამეთუ ენება ჩუენებად, ვითარმედ არა ოდენ მამად არა იციან, არამედ ღმრთადცა არა იციან იგი. „ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვი-თარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო, ვითარცა თქუენ, მტყუვარ“ (8,55). საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ არა ესე არს ტყუვილ, თუ: „ვიცი იგი“, არამედ ესე, თუ: „არა ვიცი“, არს ტყუვილ. ხოლო თქუენ დაღაცათუ იტყჳთ, ვი-თარმედ: ვიცით იგი, სტყუვით, ეგრეთვე მე, უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი. არამედ ვითარცა მე ვიცი იგი...
სახარებაჲ იოვანესი 8:54
53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8