თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ცუდადმზუაობრობაჲ ესე! კუალად ნათესავობისა მისისა მიმართ მიივლტიან! და ამას ადგილსა უფროჲსად სიტყუაჲ აქუნდა, თუმცა ეთქუა, ვითარმედ: ნუუკუე შენ უფროჲს ხარა ღმრთისა? ანუ რომელთა ესმეს სიტყუაჲ შენი, უმეტეს არიანა აბრაჰამისა? არამედ არა იტყჳან ამას, რამეთუ აბრაჰამისაცა უდარესად შეერაცხა იგი, ხოლო თავადმან ზემორე გამოაჩინა კაცისმკლველობაჲ მათი და ესრეთ უცხოყვნა იგინი მისისა მის ნათესავობისაგან. და ვითარცა იგინი მასვე ზედა ეგნეს, და კუალად თავადმან სხჳთა სახითა იწყო სიტყუად მათა მიმართ, რაჲთამცა უჩუენა, თუ ამაოდ შურებიან, და სიკუდილისათჳს არარაჲ ჰრქუა მათ, არცა გამოუცხადა და არცა ჰრქუა, თუ რომელსა სიკუდილსა იტყჳს, არამედ ჯერეთ დაარწმუნებს ოდენ, ვითარმედ აბრაჰამისა უზეშთაეს არს, რაჲთა ნუუკუე ესრეთ მოდრკენ, და ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუმცა უნდოჲ ვინმე კაცი ვიყავ, არა ჯერ-იყო მოკლვაჲ ჩემი, ვინაჲთგან ბრალი არცა ერთი რაჲ მიძღჳს; ხოლო ვინაჲთგან ჭეშმარიტსაცა ვიტყჳ და არცა ერთი ცოდვაჲ მიძღჳს და ღმრთისა მიერ მოვლინებულ ვარ და აბრაჰამისა უმეტეს ვარ, არა განცოფებულ ხართა და ამაოდ შურებით, რომელნი ეძიებთ მოკლვასა ჩემსა? ხოლო იხილენით...
სახარებაჲ იოვანესი 8:53
52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8