მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:52

51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,54).:

...ამეთუ ვინაჲთგან თქუა რაჲ, თუ: „რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს უკუნისამდე“, ; და იგინი წინააღუდგებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „აბრაჰამ მოკუდა და წინაჲსწარმეტყუელნი, და ვითარ შენ იტყჳ, თუ: არა მოკუდეს?“ ამისთჳს თქუა აქა აღდგომაჲ, რაჲთა აღუჴსენოს საძიებელი იგი მათი და გულისხმა-უყოს, ვითარმედ დაღათუ მოკუდეს, მცირედ ჟამ, არამედ არა უკუნისამდე.

ხოლო ზედაჲსზედა აქცევს სიტყუასა ამას ზიარებისასა წმიდათა მათთჳს საიდუმლოთა, რაჲთა გულისხმა-უყოს და გამოაჩინოს სიდიდჱ იგი საქმისაჲ მის, და ვითარმედ თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა ქმნაჲ მისი ჯერარს. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“ (6,55)? რამეთუ ანუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ჭეშმარიტი საჭმელი და სასუმელი არს, რამეთუ ზრდის იგი სულსა, ანუ ამისთჳს თქუა, რაჲთა გულისხმა-უყოს და დაარწმუნოს, სიტყუაჲ თჳსი თუ არა იგავით თქუმულ არს, რაჲთა არა ეძიებდენ სახესა და იგავსა, არამედ გულისხმა-ყონ, ვითარმედ ჭეშმარიტებით ჭამაჲ ჯერ-არს ჴორცისა მისისაჲ. მერმე უკუე იტყჳს, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (5,24).:

...ნეს და ჰრწმენეს ჩემი, თუ არა, კუალადმცა ზუაობაჲ დაეწამა მისდა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავლისა ჟამისა და მრავალთა სასწაულთა ესე ვერ გულისხმა-ყვეს და ჰრქუეს მას: „აბრაჰამ მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყდეს, და შენ ვი-თარ იტყჳ, თუ: რომელმან ისმინოს სიტყუაჲ ჩემი და ჰრწმენეს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ?“ და ამისთჳს, რაჲთამცა არა აწცა განმჴეცდეს, თქუა ესრეთ, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ ესე არამცირედ შესაწყნარებელ-ჰყოფდა სიტყუასა მისსა, რაჲ-თამცა ცნეს, ვითარმედ მამისა სარწმუნოებასა ქადაგებს, და უკუეთუმცა ესე გულსმოდგინედ შეიწყნარეს, სხუაჲცამცა უადვილჱსად ჰრწმენა. და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ მდაბალნიცა სიტყუანი მაღალთავე შეეწეოდეს, რამეთუ თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და საშჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“ (5,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორითა სახითა სარწმუნო-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა: ერ-თად, რამეთუ მამასა სარწმუნო-ჰყოფს, და მეორედ, რამეთუ მრავალთა კეთილთა მიანიჭებს, რომელთაცა ჰრწმენეს. ხოლო თუ „საშჯელსა არა შევიდეს“, ესე არს, ვითარმედ არა იტანჯოს, რამეთუ სიკუდილად არა თუ ამას იტყჳს საწუთ...

სრულად ნახვა