თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო აქა არა სარწმუნოებასა ოდენ იტყჳს, არამედ საქმეთაცა კეთილთა, და ზემორე იტყოდა, ვითარმედ: „ცხორებაჲ საუკუნოჲ აქუნდეს“, ხოლო აქა იტყჳს: „სიკუდილი არა იხილოს“. და ამას თანა სხუასაცა საქმესა მოასწავებს, ვითარმედ ვერარას შემძლებელ არიან ვნებად მისა. რამეთუ უკუეთუ რომელმან სიტყუაჲ მისი დაიმარხოს, იგი არა მოკუდების, არა უფროჲსად იგი თავადი არა მოკუდესა? ხოლო მათ ესე ცნეს, ვითარმედ ამას მოასწავებს. ამისთჳს ეტყოდეს:
სახარებაჲ იოვანესი 8:51
50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8