მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:50

49. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“ (8,50).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რომელი-ესე ვთქუ, რაჲთა არა იტყოდით ღმერთსა მამად თავისა თქუენისა, რომელნი-ეგე კაცისმკლველ ხართ და მტყუვარ. და რაჲცა-იგი ვთქუ, ყოველივე პატივისათჳს მამისა ვთქუ, და მისთჳს მესმის მე ესე ყოველი, და მისთჳს შეურაცხ-მყოფთ, არამედ არა ვზრუნავ მე გინებისა მაგისგან, რამე-თუ მის მიერ მოიღოთ თქუენ მოსაგებელი ამის ყოვლისაჲ, რომლისათჳსცა თავს-ვიდებ თქუენმიერსა შეურაცხებასა, ხოლო „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს მე არა გტანჯავ თქუენ, არამედ გასწავებ და განგაზრახავ, რაჲთა ჰქმნნეთ საქმენი ესე, რომელთა მიერ არა სატანჯველთაგან ოდენ განერნეთ, არამედ საუკუნესაცა ცხორებასა ღირს იქმნნეთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის