მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:5

4. და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა.5. და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?6. ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
5. და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს. ხოლო მსახურნი იგი რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ, და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს მსახურნიო, და ჰრქუეს...

სრულად ნახვა
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ანგელოზის ხმა და ვერძის შეწირვა — ქრისტეს ჯვრის წინასახე (22:11–13):

...მამთავარმა თავისი სულის ღვთისმოსაობაც აჩვენა, მხოლოდ თავისი კეთილი განზრახვისთვის მიიღო გვირგვინი და, ძე დაიბრუნა რა, აურაცხელი გვირგვინებით დაბრუნდა. ეს ყველაფერი ქრისტეს ჯვრის წინასახე იყო. ამიტომაც ქრისტე ეუბნებოდა იუდეველებს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა" (). როგორ იხილა ამდენი წლის წინ მცხოვრებმა ადამიანმა? წინასახით, ჩრდილით. როგორც აქ ვერძი ისაკის ნაცვლად შეიწირა, ისე სიტყვიერი კრავიც მთელი სოფლისთვის შეწირულ იქნა მსხვერპლად. ჭეშმარიტება ჩრდილით უნდა წინასახებულიყო. შეხედე, საყვარელო, როგორ წინასახავდა მართლაც ყველაფერი ჩრდილით. იქ მხოლოდშობილი ძეა და აქაც მხოლოდშობილი. იქ საყვარელი და ჭეშმარიტი ძეა და აქაც საყვარელი და თანაარსი ძე, როგორც ღმერთი მამა ამბობს: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (). ისაკი მამის მიერ ყოვლად დასაწველად შეწირვისთვის იყო განკუთვნილი, ქრისტეც მამამ გასწირა, როგორც პავლე ძახილით ამბობს: „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?" (). აქ ჩრდილი გამოჩნდა; შემდგომ კი ჭ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ“ (9,41).:

...ნდა, მიაქცია იგი თავთა მათთა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, უკუეთუმცა თქუენცა იყვენით ბრმა, რაჲთამცა მოჰკუეთა მათგან კაცობრივი გონებაჲ და დაამდაბლა ზუაობაჲ მათი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ“ (9,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მუნ იტყოდა, ვითარმედ: „რომელსა თქუენ იტყჳთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს“, ეგრეთვე აქა იქმს, და რომელი მათ დიდად საქებელად აქუნდა, მან უმეტესისა სატანჯველისა მომატყუებელად გამოაჩინა, რამეთუ ხედვაჲ, რომელი ღმერთმან კეთილისათჳს მისცა, ბოროტად იჴმარეს. და მერმე იტყჳს სიბრმისა მათისათჳს, რამეთუ რაჲთა ვერ თქუან, თუ: არა ჩუენისა სიბრმისათჳს არა შეგიდეგით, არამედ რამეთუ არა ჭეშმარიტ ხარ, ამისთჳს ჰყოფს ყოველსავე სიტყუასა თჳსსა. ამისთჳს არა ცუდად თქუა მახარებელმან, თუ: „ესმა ფარისეველ-თაგანთა ვიეთმე, რომელნი იყვნეს მის თანა“, არამედ რაჲთა მოგუა-ჴსენოს, ვითარმედ იგინი იყვნეს, რომელნი პირველ ქვასა დაჰკრებდეს. ხოლო ქრისტემან იწყო გამოჩინებად პირველ, თუ რაჲ არს მაცთური და არაჭეშმარიტი, რაჲთამცა ესრეთ სირცხჳლეულ-ყვნა იგინი, რაჟამს უჩუენა, ვითარ იგი მწყემსი იყო კეთილი, და იგინი არა შეუდგეს მას. ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ შევალს სხჳთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).:

...გმობად შერაცხილ არს მათ მიერ სიტყუაჲ იგი, ხოლო უკუეთუ აბრაჰამის თანა სწორებაჲ არა თავს-იდვეს, რომელი-იგი მისსა დიდებასა თანა მცირე იყო, უკუეთუმცა ზედაჲსზედა შეასწორებდა თავსა თჳსსა მამასა თანა, რაჲმცა ყვეს, დასცხრესმცაა ბრძოლად და ქვისა დაკრებად მისა? ხოლო თავადი კუალად კაცობრივ ივლტის მათგან და დაიფარვის. ვინაჲთგან ფრიადი სწავლაჲ წარმოუთხრა მათ და აღასრულა საქმჱ თჳსი, განვიდა ტაძრისა მისგან და წარვიდა განკურნებად ბრმისა მის, რაჲთა საქმითცა დაამტკიცოს, ვითარმედ „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე“ არს იგი. და უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რაჲსათჳს არა დაჰჴსნა ძალი მათი, რაჲთამცა ესრეთ ჰრწმენა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარ-იგი განრღუეული განკურნა, და არა ჰრწმენა, და სხუანი ბევრეულნი სასწაულნი ქმნნა, და ჟამსა მასცა ვნებისასა დასცნა იგინი პირსა ზედა და დაუბნელნა თუალნი მათნი, და არა ჰრწმენა. და აწმცა ვითარ ჰრწმენა, დაღაცათუმცა ძალი მათი დაეჴსნა? რამეთუ სულისა სასოწარკუეთილისა უბოროტეს არარაჲ არს, გინა თუ სასწაულნი იხილნეს, გინა თუ ნიშები, ჰგიეს მასვე ურცხჳნოებასა ზედა. რამეთუ ფარაოცა ბევრეულნი მიიხუნა წყლულებანი, და რაჟამს იტანჯებინ, მას ოდენ დღესა მოიქცის, და კუალად მასვე ბოროტსა ზედა ეგო და სდევნიდა ვიდრე უკუანაჲსკნელად დღედმდე, რომელნი-იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინ ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მოძღურებაჲ ესე“ (7,17).:

...ათჳს მსმენელთა მათ, და რაჲთა ასწაოს კაცთა სიმდაბლჱ და არა დიდადმეტყუელებაჲ თავთა თჳსთათჳს. ხოლო მაღლად და ჴელმწიფებით მეტყუელებისა მისისაჲ ერთი ოდენ არს მიზეზი - მეუფებაჲ იგი ბუნებისა მისისაჲ. და ამისთჳს არა მარადის ესრეთ ჯერ-იყო სიტყუაჲ მათ უგულისხმოთა მიმართ, რამეთუ უკუეთუ თქუა, თუ: „პირველ აბრაჰამისა მე ვარ“, და ამისთჳს დაბრკოლდეს, უკუეთუმცა მარადის ესრეთ მაღალთამცა სიტყუათა ეტყოდა, რაჲმცაღა ყვეს?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ, ანუ რაჲ ზიარებაჲ აქუს პირველთქუმულთა მათ თანა? რამეთუ იგინი ორთა ბრალთა დასდებდეს მის ზედა: ერთად, ვითარმედ შაბათსა დაჰჴსნისო, და მეორედ, რამეთუ ღმერთსა მამად თავისა თჳსისა უწესსო და სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა. ხოლო არა მათისა იჭჳსა და ჰაზრისაჲ იყო, არამედ ჭეშმარიტი იყო, და იგიცა თავადი ესრეთ იტყოდა და დაამტკიცებდა მარადის, ვითარმედ სწორ ღმრთისა არს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,54).:

...ამეთუ ვინაჲთგან თქუა რაჲ, თუ: „რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს უკუნისამდე“, ; და იგინი წინააღუდგებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „აბრაჰამ მოკუდა და წინაჲსწარმეტყუელნი, და ვითარ შენ იტყჳ, თუ: არა მოკუდეს?“ ამისთჳს თქუა აქა აღდგომაჲ, რაჲთა აღუჴსენოს საძიებელი იგი მათი და გულისხმა-უყოს, ვითარმედ დაღათუ მოკუდეს, მცირედ ჟამ, არამედ არა უკუნისამდე.

ხოლო ზედაჲსზედა აქცევს სიტყუასა ამას ზიარებისასა წმიდათა მათთჳს საიდუმლოთა, რაჲთა გულისხმა-უყოს და გამოაჩინოს სიდიდჱ იგი საქმისაჲ მის, და ვითარმედ თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა ქმნაჲ მისი ჯერარს. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“ (6,55)? რამეთუ ანუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ჭეშმარიტი საჭმელი და სასუმელი არს, რამეთუ ზრდის იგი სულსა, ანუ ამისთჳს თქუა, რაჲთა გულისხმა-უყოს და დაარწმუნოს, სიტყუაჲ თჳსი თუ არა იგავით თქუმულ არს, რაჲთა არა ეძიებდენ სახესა და იგავსა, არამედ გულისხმა-ყონ, ვითარმედ ჭეშმარიტებით ჭამაჲ ჯერ-არს ჴორცისა მისისაჲ. მერმე უკუე იტყჳს, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (5,24).:

...ნეს და ჰრწმენეს ჩემი, თუ არა, კუალადმცა ზუაობაჲ დაეწამა მისდა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავლისა ჟამისა და მრავალთა სასწაულთა ესე ვერ გულისხმა-ყვეს და ჰრქუეს მას: „აბრაჰამ მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყდეს, და შენ ვი-თარ იტყჳ, თუ: რომელმან ისმინოს სიტყუაჲ ჩემი და ჰრწმენეს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ?“ და ამისთჳს, რაჲთამცა არა აწცა განმჴეცდეს, თქუა ესრეთ, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ ესე არამცირედ შესაწყნარებელ-ჰყოფდა სიტყუასა მისსა, რაჲ-თამცა ცნეს, ვითარმედ მამისა სარწმუნოებასა ქადაგებს, და უკუეთუმცა ესე გულსმოდგინედ შეიწყნარეს, სხუაჲცამცა უადვილჱსად ჰრწმენა. და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ მდაბალნიცა სიტყუანი მაღალთავე შეეწეოდეს, რამეთუ თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და საშჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“ (5,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორითა სახითა სარწმუნო-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა: ერ-თად, რამეთუ მამასა სარწმუნო-ჰყოფს, და მეორედ, რამეთუ მრავალთა კეთილთა მიანიჭებს, რომელთაცა ჰრწმენეს. ხოლო თუ „საშჯელსა არა შევიდეს“, ესე არს, ვითარმედ არა იტანჯოს, რამეთუ სიკუდილად არა თუ ამას იტყჳს საწუთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების:

...ამეთუ მარადის მშობელთა სათნოებაჲ დასაშჯელ არს უდებთა შვილთა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ყუედრებით ისრაჱლისათჳს, ვითარმედ: „ცოლისა მიერ ჰმონა ისრაჱლმან და ცოლისა მიერ დაიცვა სიწმიდჱ“. და უფალი იტყჳს: „აბრაჰამ, მამამან თქუენმან, განიხარა, რაჲთა იხილოს დღჱ ჩემი“.

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ვისწრაფოთ, რაჲთა ჩუენითა სათნოებითა სათნო-ვეყვნეთ ღმერთსა, რაჲთა არა ვესვიდეთ სხუათა სათნოებასა, და მაშინ ვცნათ, ოდეს არღარა გუერგოს. რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“ არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა საუკუნენი კეთილნი ვპოვნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

...ლსა ერსა მას უსწავლელსა და უგუნურსა იტყჳს, განხრწნილსა მას და ქუეყანისა საქმეთა შექცეულსა. ხოლო მეგობართა მათ ღმრთისათა და საკჳრველთა კაცთა ყოველთა იცნეს იგი უწინარეს ჴორცთშესხმისაცა მისისა. და მამათმთავრისათჳს თავადი ქრისტე იტყჳს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“. და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. ; ; და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“. ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...უმლოჲსა ერთბამად სმენად უძლურებისა მათისაგან; მეხუთედ - რაჲთა მოგუცეს სახე არა დიდადმეტყუელებისაჲ თავთა თჳსთათჳს. ამისთჳს თავადმან მრავალი თქუა თავისა თჳსისათჳს სიმდაბლით, რაჲთა უმაღლესი მოწაფეთა ქადაგონ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდეს მათ ზედა. რამეთუ თავადმან ესრეთ ჰრქუა ჰურიათა: „პირველ აბრაჰამისა ყოფადმდე მე ვარ“; ხოლო მოწაფემან არა ესრეთ თქუა, არამედ ისმინე სიტყუაჲ მისი: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. კუალად თავადმან არასადა თქუა თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: მე ვქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ხილულნი და უხილავნი, ხოლო მოწაფემან განცხადებულად და ჴმამაღლად მრავალგზის ქადაგა ესე; ამისთჳს იტყჳს: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რავდენი-რაჲ იქმნა“; და კუალად თქუა: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“. რამეთუ საქმით უფალი აჩუენებდა ყოველსავე ამას. განცხადებულად აჩუენა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რაჟამს თი-ჴისა მისგან შობითგან ბრმასა თუალნი შეუმზადნა5 და უაღრესისა მის ასოჲსა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადებ...

სრულად ნახვა