მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:47

46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი?47. რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.48. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
47. რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით?“ (8,46).:

...ან, და უცხო-ყვნა აბრაჰამისგანცა და ღმრთისაგანცა, ერთად, რამეთუ სძულდა, რომელსა-იგი არა ევნო მათა, და კუალად, რამეთუ არა ისმენდეს სიტყუასა მისსა. და გამოაჩინებს ზემო და ქუემო, ვითარმედ არცა იგი წინააღმდგომი იყო ღმრთისაჲ, არცა იგინი ამისთჳს არა ირწმუნებდეს სიტყუათა მისთა, არამედ რამეთუ უცხო იყვნეს ღმრთისაგან. რამეთუ რომელსა ცოდვაჲ არცა ერთი რაჲ ექმნას და ღმრთისა მიერ მოსრულ იყოს და მის მიერ მოვლინებულ და ჭეშმარიტსა იტყოდის, რომელ ჭეშმარიტებისა მისისა მრავალნი იყვნენ მოწამე, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნი ესევითარისასა არა ირწმუნებდენ, ამისთჳს არა ირწმუნებენ, რამეთუ ეშმაკისა მიერ და ვნებათა წარტყუენულ არიან, რამე-თუ შემძლებელ არიან ცოდვანი დამდაბლებად სულისა უფროჲს ყოვლისა საქმისა. ამისთჳს ეტყჳს, რამეთუ: ვინაჲთგან ესრეთ უდებ და დაჴსნილ იქმნენით, რომელთა-ეგე ვერ ძალ-გიც შეურაცხ-ყოფად საქმეთა ქუეყანისათა, ვითარ შეუძლოთ თქუენ საქმეთა ზეცისათა სმენად?

სწავლაჲ ნდ: რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ მოტაცებად სასუფეველსა ცათასა და არა საქმეთა სოფლისათა

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ძმანო, რაჲთა ვისწრაფოთ ყოვლითა გულითა და სულითა ჩუენითა წარმართებად ცხორებისა ჩუენისა კეთილისა მიმართ, რაჲთა წმიდა იქმნეს გონებაჲ ჩუენი, რაჲთა არარაჲ იყოს შეგინებაჲ ჩუე...

სრულად ნახვა