თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მარადის განკჳრვებულ იყვნეს და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“? ; (13,33); ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა იცნით სიტყუანი ჩემნი“, და ამისთჳს არა იცნით, რამეთუ სიტყუაჲ ღმრთისაჲ არა გაქუს; ხოლო ესე ამისთჳს არს, რამეთუ გონებაჲ თქუენი კუალად შემშჭუალულ არს ქუეყანისადა, და ჩემნი ესე სიტყუანი მაღალნი არიან, და ვინაჲთგან თქუენნი სულნი ბოროტთაგან შეიწრებულ არიან, ამისთჳს არა დაეტევის ჩემთა სიტყუათა სიმაღლჱ თქუენ შორის. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფაჲ სიტყუათა მისთაჲ, რაჲმცა ყვეს? არამედ აქა შეუძლებელობაჲ არანებებასა უწესს, ესე იგი არს, ვითარმედ: თქუენ ნებსით თქუენით უგუნურ-ჰყვენით თავნი თქუენნი და ვერარაჲსა გულისხმისმყოფელ. რამეთუ ვინაჲთგან იგინი სდევნიდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი გჳყუარს და ამისთჳს ვსდევნით, ამისთჳს თავადმან უჩუენა, ვითარმედ დევნაჲ მისი მოძულეთა ღმრთისათაჲ არს, ხოლო მოყუარეთა მისთაჲ...
სახარებაჲ იოვანესი 8:46
...სეც ჩადო წინასწარმეტყველებაში. რადგან, ამბობს იგი, ბოროტების გამოცდილების შემდეგ კი არ განეშორა ბოროტებას, არამედ თავიდანვე, თვით დასაწყისიდან, ყოველ სათნოებას აჩვენებდა. ამას თვითონაც ამბობდა: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (). და კიდევ: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ“ ().
7.
და თვით ეს წინასწარმეტყველი, შემდგომში, ამბობს, რომ „რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“ (; ). სწორედ ამას ამბობს აქაც: ვიდრე ყრმა იცნობდეს ან აირჩევდეს ბოროტს, იმ ასაკის გამო, რომელიც ბოროტებას ჯერ არ იცნობს, იგი თვით დასაწყისიდანვე სათნოებას გამოაჩენს და ბოროტებასთან არაფერი ექნება საერთო. რადგან ნათქვამია: „რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი“ (...
...ა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“, და კუალად: „ცოდვილი არსო“.
ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა ყოველთა ზოგად, ვითარმედ: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? და ვითარ ვერარაჲ ვინ თქუა თქუენგანმან, ამხილა, რამეთუ: უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ სიტყუაჲ, არამცა დასდუმენით. და რომელთა-ეგე გესმა რაჲ, ვითარმედ: აბრაჰამისა პირველ არს, და გენება მისი ქვისა დაკრებაჲ2 და იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, და თავთა თქუენთა ღმრთისად სახელ-სდებდით კაცისმკლველნი ეგე და მას, რომელმან ესეზომნი სასწაულნი ქმნნა, ეტყოდით, ვითარმედ: „არა ღმრთისაგანი არს“. თქუენ უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ აჩრდილიცა ცთომისაჲ, არამცა დასდუმენით.
ხოლო რაჟამს-ესე შესმენაჲ შაბათისაჲ ვერ დაამტკიცეს და ყოვლით კერძო მოუძლურდეს, მერმე სხჳსა უკეთურებისა მიმართ მივიდეს და უძჳრესი და უუგუნურესი მოიგონეს, ესე იგი არს, ვითარმედ: „არა ჰრწმენაო, თუ ბრმაჲ იყო და აღიხილნა“. ხოლო ვითარ თქუეს, ვი-თარმედ: „შაბათსა არა იმარხავს“? საცნაურ არს, ვითარმედ ჰრწმენა, და ყოველნი იგი მორწმუნენი და მეცნიერნი იტყოდეს მისთჳს, არამედ, ვი-თარცა ვთქუ, მარადის ტყ...
...ასრულა. ხოლო შჯული იგი ძუელი კეთილადვე აღასრულა, ერთად - თავისა თჳსისა მიერ, რომელ არარას გარდაჰჴდა მცნებათა მისთაგან; და ისმინე, რასა ეტყჳს იოვანეს: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“; და ჰურიათა ეტყოდა: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ და მოწაფეთა ჰრქუა: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოოს“; და წინაწარმეტყუელი პირველვე მისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.
ერთად უკუე თავისა თჳსისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდაჴდა, რომელიმცა არა ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩუენ მიერცა დაამტკიცა იგი, რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ არა თავადმან ხოლო აღასრულა, არამედ ჩუენცა მოგუანიჭა იგი, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „აღსასრული რჩულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა და დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ მის აღესრულოს ჩუენ შორის...