მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:41

40. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.42. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?“ (9,40).:

...ყჳს და ორთა სიბრმეთა: სულიერსა და ჴორციელსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?“ (9,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სხუასა ადგილსა იტყჳს: „არავის სადა ვჰმონებდით“; და: „სიძვისაგან არა შობილ ვართ“. ეგრეთვე აქაცა ჴორციელსა ოდენ გულისხმა-ჰყოფენ. ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა ბრმანი იყვენით, და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა“ (9,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მათ საქმჱ იგი სირცხჳლისა ღირსად აქუნდა, მიაქცია იგი თავთა მათთა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, უკუეთუმცა თქუენცა იყვენით ბრმა, რაჲთამცა მოჰკუეთა მათგან კაცობრივი გონებაჲ და დაამდაბლა ზუაობაჲ მათი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ“ (9,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მუნ იტყოდა, ვითარმედ: „რომელსა თქუენ იტყჳთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს“, ეგრეთვე აქა იქმს, და რომელი მათ დიდად საქებელად აქუნდა, მან უმეტესისა სატანჯველისა მომატყუებელად გამოაჩინა, რამეთუ ხედვაჲ, რომელი ღმერთმან კეთილისათჳს მისცა, ბოროტად იჴმარეს. და მერმე იტყჳს სიბრმისა მათისათჳს,...

სრულად ნახვა