თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ზედაჲსზედა აჴსენებს მკლველობისმოყუარესა მას ნებასა მათსა, და აბრაჰამსცა აჴსენებს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ შორს არიან ნათესავობისაგან მისისა, და რაჲთამცა ამაოჲ იგი სიქადული მათი აღმოჰფხურა და დაარწმუნა, რაჲთამცა არ-ღარა აქუნდა სასოებაჲ ცხორებისაჲ ჴორციელისა ნათესავობისა მისისა მიმართ, არამედ საქმითა ნათესავობასა ეძიებდენ; რამეთუ ესე საქმჱ იყო, რომელი აყენებდა მათ მოსლვად ქრისტესა, რომელ-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ აბრაჰამის ნათესავობაჲ ოდენ კმა არს მათდა საცხორებელად. ხოლო რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს აქა, ვითარმედ: „მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტებასა გეტყოდე თქუენ, რომელი მესმა მამისაგან“ (8,40)? ესე არს უკუე ჭეშმარიტებაჲ, რომლისათჳს ეძიებდეს მას მოკლვად, რომელი იტყოდა, ვითარმედ: სწორ ვარ მამისა თანა, და ამისთჳს ეტყჳს აქა, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს სიტყუაჲ ესე მამისა, არამედ ნებაჲ არს მისი ამას ზედა.
სახარებაჲ იოვანესი 8:39
...პატრიარქით იამაყებდნენ რა, თავიანთ ნათესაობას მასთან ცდილობდნენ გამოეჩინათ და თავიანთ თავზე ამბობდნენ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ". მაგრამ, რათა სცოდნოდათ, რომ თავიანთი ბოროტი ზნეობით ამ ნათესაობის ღირსნი არ არიან, ქრისტე ეუბნება მათ: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ" (). და იოანემ, ზაქარიას ძემ, როცა იორდანეზე ნათლისღების მსურველები მისდიოდნენ, უთხრა მათ: „ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა" (მათ 3:7–9). ხედავ, რა დიდი იყო ყველასთვის ამ პატრიარქის სახელი? მაგრამ ახლა, სანამ ეს ჯერ კიდევ არ აღსრულებულა, მხოლოდ მართლის ღვთისმოსაობა ჩანს, ანუ ის, როგორ ირწმუნა ღვთის სიტყვები და ყველაფერი, რაც ძნელადად ეჩვენებოდა, მსუბუქად მიიღო. „და ვაკურთხნე, — ამბობს, — მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი". შეხედე ღვთის შემწყნარებლობასაც, თუ რა კეთილგანწყობას უჩვენებს უფალი პატრიარქს. მათ, ამბობს, ჩემს მეგობრებად...
...გი სწავლაჲ მათი ჯერ-იყო და დამდაბლებაჲ ამპარტავანებისა მის მათისაჲ, რომელი აქუნდა ნათესავობასა ზედა აბრაჰამისსა, მუნ ფიცხელ იყო სიტყუათა მათ შინა თჳსთა, ხოლო აქა, სადა-ესე თავს-დებაჲ გინებისა მათისაჲ ჯერ-იყო, ფრიადსა სიმშჳდესა აჩუენებს, და რაჟამს-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: „მამად ღმერთი გჳვის და აბრაჰამ“, მაშინ ძლიერად შეეხო მათ. ხოლო რაჟამს „ეშმაკეულ“ უწოდეს მას, არა განრისხნა, არამედ სახიერებით ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ: რაჟამს ღმრთისათჳს თქუმული რაჲმე გმობაჲ გუესმეს, შურსა ვეძიებდეთ, ხოლო ჩუენისა გინებისათჳს არა განვრისხნებოდით, რამეთუ უკუეთუ რომელმან-იგი სიტყჳთ ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, შექმნა, და მან ესე ყოველი თავს-იდვა, ჩუენ ვინ ვართ, არარანი ესე, რომელ არა თავს-ვიდებდეთ მოყუასთა ჩუენთაგან შეურაცხებასა? ისმინეთ უკუე, რასა იტყჳს მაცხოვარი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“ (8,50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რომელი-ესე ვთქუ, რაჲთა არა იტყოდით ღმერთსა მამად თავისა თქუენისა, რომელნი-ეგე კაცისმკლველ ხართ და მტყუვარ. და რაჲცა-იგი ვთქუ, ყოველივე პატივისათჳს მამისა ვთქუ, და მისთჳს მესმის მე ესე ყოველი, და მისთჳს შეურაცხ-მყოფთ,...
...ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არარას ერგოს ნათესაობაჲ აბრაჰამისი, უკუეთუ არა სათნოებითა თჳს ეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ“.
ხოლო აწ უფალმან სიმშჳდით მიუგო, რამეთუ დედისა მიმართ იყო სიტყუაჲ. არა თქუა, თუ: არა დედაჲ ჩემი ხარ, არამედ პატივ-სცემდა, ვი-თარცა დედასა, და აღმოთქუა სიტყუაჲცა ღმრთივშუენიერისა გულისჴმისყოფისაჲ: „რომელმან ყოსო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. ხოლო ესე რაჲ თქუა, გამოვიდა სახლისა მისგანო. ჰხედავა, ვითარ სიტყუათა მათ მიერ მოიყვანნა იგინი გულისჴმის-ყოფად? და მერმე განვიდავე სიტყჳსაებრ დედისა, ვითარცა-იგი ქმნა ქორწილსა მას კანაჲსსა, რაჟამს ღჳნისა მისთჳს ჰრქუა დედამან მისმანო: „ღჳნოჲ არა აქუს. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“ რამეთუ აბრალა მას უჟამოდ თხოისათჳს სასწაულისა მის და მერმე აღასრულავე თხოაჲ მისი, რაჲთა ბრალობითა მით უძლურებაჲ იგი კაცობრივი განჰმარ-თოს, ხოლო მორჩილებითა პატივი იგი დედისაჲ აჩუენოს. ეგრეთვე აქა, რაჲ-იგი ჯერ-იყ...
...უკუე ნუ პირველსავე უკეთურებასა მიიქცევით, ნუცა ჩუეულებისაებრ თქუენისა მიზეზთა მათ ცუდთა მოიპოებთ და იქადთ შვილებისათჳს აბრაჰამისა, ისაკ და იაკობისა. ამას ეტყოდა, რამეთუ მაშინდელთა გონებათა მათთა ხედვიდა და მომავალიცა უწყოდა წინაწარმეტყუელებით, ვითარ-იგი ეგულებოდა მათ თქუმად, ვითარმედ: „მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს“; და კუალად: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის სადა ვჰმონებდით“. ვინაჲთგან უკუე ამას ზედა ზუაობდეს და ამან გულისსიტყუამან წარწყმიდნა იგინი, ამისთჳს ისწრაფის წინამორბედი განქარვებად მისა, და იხილე, ვითარ პატივითა მამათმთავრისაჲთა ქმნა განმართლებაჲ გულისსიტყჳსაჲ მის, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, არა შესძინა, ვითარმედ: ვერარაჲ გარგოს თქუენ მამათმთავარმან, არამედ გონიერად შეჰმზადა სიტყუაჲ თჳსი: „გეტყჳ თქუენო, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი ქვა-თა ამათგან აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“. იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ წარმართთათჳს თქუა ესე, რომელთაცა ქვად სახელ-სდვა, ვითარმედ უკუეთუ თქუენ უღირსად იპოვნეთ, მოუწოდოს ღმერთმან წარმართთა და ყვნეს იგინი შვილად აბრაჰამისა, და ეგრეთცა იქმნა. ხო...